Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

'Sweet memories to be' ...

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours 'Sweet memories to be' ...

Post by Simba Sun Feb 23, 2014 9:12 am

ერთი ჩემი მეგობარი ამჟამად მოგზაურობს თურქეთში. ვურჩიე რომ ნახოს კაბადოკია. დღეს წერილი მივიღე მისაგან, სადაც მთხოვდა მიმეწერე ჩემი რეალური აზრი ამ ადგილზე...

დავიწყე უზარმაზარი მეილის წერა, თუ რა ლამაზია იქაურობა. განსაკუთრებით როგორი შთამბეჭდავია ფერად-ფერდი კლდეები მზის ჩასვლისას, როცა მტვერი ცხრება და ირგვლივ ყველაფერი უფრო კაშკაშა და მკვეთრი ხდება... მინდოდა მიმეწერა, თუ რა ლამაზი გამოდის ფოტოები და ა.შ... მაგრამ ბოლოს მიხვდი ერთს, რეალურად გარემო კარგად, ან ცუდად გამახსოვრდება არა იმიტომ, თუ როგორი სილამაზის მატარებელია, არამედ რაიმე კონკრეტული ისტორიის გამო. შეიძლება 'გაგიმართლოს' და ასეთი ისტორია გადაგხდეს, თუ არა და საერთოდაც არ დაგამახსოვრება არაფერი (ეს ცუდ მოგონებაზე უარესია ჩემი აზრით)...

[You must be registered and logged in to see this image.]ვფიქრობ მე გამიმართლა...

მზე გადაიხარა, მტვერი ჩაცხრა, კლდეები ვარდისფრად აელვარდა... ერთ-ერთ ასეთ კლდეზე რა თქმა უნდა ფოტოს გადასაღებას ავბობღდი...
პოზიორობა რომ დავასრულე, მეგობარს ჩემი მაშინდელი სამოყვარულო Canon გამოვართვი და ირგვლი გაშლილი სივრცის გადაღება დავაპირე...

კი დავაპირე, მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთი კადრის გაჩხაკუნება მოვასწარი, ის იყო მარცნივ, თუ მარჯვნივ მოტრიალებას ვაპირებდი, რომ ბაც.. ფეხი დაცურდა და ამ სურათზე რომ  ვზივარ, სწორედ ამ კლდიდან პირდაპირ ზურგით დავეშვი. დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, რაღაც მომენტში 10-ვე თითით კლდეზე მოჭიდება ვცადე, თუმცა შედეგად 10-ვეზე  ფრჩხილები და ტყავი ავიძრე და ისევ ქვემოთ გავაგრძელე ვარდნა უფსკრულში...ბოლოს სადღაც ქვემოთ ჩემი ზურგჩანთა რაღაც ბუჩქს გამოედო და ასე გავჩერდი...
მახსოვს ვიწექი ასე ზურგზე და მეშინოდა ხელისა და ფეხის განძრევა... მეშინოდა აღმომეჩინა, რომ რაიმე მოვიტეხე, ხმის ამოღებისაც მეშინოდა... აზრზე არც მაშინ მოვსულვარ, როდესაც თავს მეგობრები წამომადგნენ, ჩემზე არანაკლებ შეშინებულები...

წამომაყენეს... ფეხზე დავდექი... გავიარე... ჩემდა გასაკვირად, არაფერი მომიტეხავს, გადაყვლეფილ თითებსა და მუხლ-იდაყვს თუ არ ჩავთვლით... მეგობრებთან არაფერი შევიმჩნიე, თუმცა მახსოვს ყბა როგორ ამიკანკალდა. კბილებს მთელი ძალით ვაწვებოდი კანკალის შესაჩერებლად და კითხვებზე არ ვპასუხობდი, არ მინდოდა შემმჩნეოდა შიში და სხვებიც შემეშფოთებინა...

დღეს ეს ყველაფერი უკვე მოგონებაა, მაგრამ სწორედ ამ მოგონების გამო კაბადოკია დღემდე განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, არა თავისი ქრისტიანული და უნიკალური არქიტექტურული ძეგლების გამო, არა იმიტომ, რომ ერთთერთი ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ცქერაა შესალებელი, არამედ იმიტომ, რომ გადავრჩი... იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით არის გაბუქებულ-გაზვიადებული და სინამდვილეში არც ისეთი საფრთხე მელოდა, როგორც ეხლა ვფიქრობ, თუმცა მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს Smile...

ჰოდა მეგობარს, როგორ გინდა ეხლა ეს ყველაფერი მიწერო და აუხსნა?..

პ.ს. ესეც ის 'იღბლიანი' კადრი, რომლის გამოც ლამის კისერი წავიმტვრიე, აპარატი კი დავამტვრიე:

[You must be registered and logged in to see this image.]
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum