'Sweet memories to be' ...
Page 1 of 1 • Share
'Sweet memories to be' ...
ერთი ჩემი მეგობარი ამჟამად მოგზაურობს თურქეთში. ვურჩიე რომ ნახოს კაბადოკია. დღეს წერილი მივიღე მისაგან, სადაც მთხოვდა მიმეწერე ჩემი რეალური აზრი ამ ადგილზე...
დავიწყე უზარმაზარი მეილის წერა, თუ რა ლამაზია იქაურობა. განსაკუთრებით როგორი შთამბეჭდავია ფერად-ფერდი კლდეები მზის ჩასვლისას, როცა მტვერი ცხრება და ირგვლივ ყველაფერი უფრო კაშკაშა და მკვეთრი ხდება... მინდოდა მიმეწერა, თუ რა ლამაზი გამოდის ფოტოები და ა.შ... მაგრამ ბოლოს მიხვდი ერთს, რეალურად გარემო კარგად, ან ცუდად გამახსოვრდება არა იმიტომ, თუ როგორი სილამაზის მატარებელია, არამედ რაიმე კონკრეტული ისტორიის გამო. შეიძლება 'გაგიმართლოს' და ასეთი ისტორია გადაგხდეს, თუ არა და საერთოდაც არ დაგამახსოვრება არაფერი (ეს ცუდ მოგონებაზე უარესია ჩემი აზრით)...
[You must be registered and logged in to see this image.]ვფიქრობ მე გამიმართლა...
მზე გადაიხარა, მტვერი ჩაცხრა, კლდეები ვარდისფრად აელვარდა... ერთ-ერთ ასეთ კლდეზე რა თქმა უნდა ფოტოს გადასაღებას ავბობღდი...
პოზიორობა რომ დავასრულე, მეგობარს ჩემი მაშინდელი სამოყვარულო Canon გამოვართვი და ირგვლი გაშლილი სივრცის გადაღება დავაპირე...
კი დავაპირე, მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთი კადრის გაჩხაკუნება მოვასწარი, ის იყო მარცნივ, თუ მარჯვნივ მოტრიალებას ვაპირებდი, რომ ბაც.. ფეხი დაცურდა და ამ სურათზე რომ ვზივარ, სწორედ ამ კლდიდან პირდაპირ ზურგით დავეშვი. დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, რაღაც მომენტში 10-ვე თითით კლდეზე მოჭიდება ვცადე, თუმცა შედეგად 10-ვეზე ფრჩხილები და ტყავი ავიძრე და ისევ ქვემოთ გავაგრძელე ვარდნა უფსკრულში...ბოლოს სადღაც ქვემოთ ჩემი ზურგჩანთა რაღაც ბუჩქს გამოედო და ასე გავჩერდი...
მახსოვს ვიწექი ასე ზურგზე და მეშინოდა ხელისა და ფეხის განძრევა... მეშინოდა აღმომეჩინა, რომ რაიმე მოვიტეხე, ხმის ამოღებისაც მეშინოდა... აზრზე არც მაშინ მოვსულვარ, როდესაც თავს მეგობრები წამომადგნენ, ჩემზე არანაკლებ შეშინებულები...
წამომაყენეს... ფეხზე დავდექი... გავიარე... ჩემდა გასაკვირად, არაფერი მომიტეხავს, გადაყვლეფილ თითებსა და მუხლ-იდაყვს თუ არ ჩავთვლით... მეგობრებთან არაფერი შევიმჩნიე, თუმცა მახსოვს ყბა როგორ ამიკანკალდა. კბილებს მთელი ძალით ვაწვებოდი კანკალის შესაჩერებლად და კითხვებზე არ ვპასუხობდი, არ მინდოდა შემმჩნეოდა შიში და სხვებიც შემეშფოთებინა...
დღეს ეს ყველაფერი უკვე მოგონებაა, მაგრამ სწორედ ამ მოგონების გამო კაბადოკია დღემდე განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, არა თავისი ქრისტიანული და უნიკალური არქიტექტურული ძეგლების გამო, არა იმიტომ, რომ ერთთერთი ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ცქერაა შესალებელი, არამედ იმიტომ, რომ გადავრჩი... იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით არის გაბუქებულ-გაზვიადებული და სინამდვილეში არც ისეთი საფრთხე მელოდა, როგორც ეხლა ვფიქრობ, თუმცა მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს ...
ჰოდა მეგობარს, როგორ გინდა ეხლა ეს ყველაფერი მიწერო და აუხსნა?..
პ.ს. ესეც ის 'იღბლიანი' კადრი, რომლის გამოც ლამის კისერი წავიმტვრიე, აპარატი კი დავამტვრიე:

[You must be registered and logged in to see this image.]
Simba- Monstars
-
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Similar topics
» Jordanian Memories
» Top of my last memories of Syria
» Memories take hold better during sleep: study
» Here in The Middle East, The Syriac My Memories
» Memories of Civil Aviation in Pakistan

Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
Yesterday at 12:21 pm by ali001
» Hemangiom'App
Tue Nov 05, 2024 11:25 am by ali001
» MindfulMe - Mental Health App
Mon Nov 04, 2024 10:50 am by ali001
» Learn Candlestick Patterns
Tue Oct 15, 2024 5:51 am by ali001
» Woh Pagal Si Episode 52 to 62 - Top Pakistani Drama
Sat Sep 21, 2024 6:26 pm by Mir Emmad Ali Khan Domki
» Nearu - share your socials
Sat Sep 21, 2024 1:12 pm by ali001
» Nightclub Tycoon: Idle Empire
Thu Sep 19, 2024 9:16 pm by ali001
» Carnivore - Meat Diet Recipes
Wed Sep 18, 2024 2:37 pm by ali001
» Eid Milad un Nabi Mubarak 2024 (Rabiʻ I 14, 1446 AH)
Tue Sep 17, 2024 3:44 pm by Mir Emmad Ali Khan Domki