Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Jordanian Memories

View previous topic View next topic Go down

GMT - 12 Hours Jordanian Memories

Post by Simba Sat Feb 22, 2014 8:16 pm

-Did you also have an accident in Petra? - მეკითხება ერთი, ჯერ ირანში შემდეგ კი ეგვიპტეში რომ დამემგზავრა.. ჩემსავით მასაც ისევ უდაბნოსკენ გაუწია გულმა და ეხლა რჩევებისთვის გამიხსენა.
-Not really.. -ვპასუხობ საკმაოდ ამაყი, მაგრამ მერე მახსენდება და ვაგრძეებ - I just lost my phone and my bank blocked all my credit cards just before leaving for Wadi Rum, so I almost got stuck in Petra without any money...
- Why I'm not surprised?! As you say - Lucky you! -რა თქმა უნდა არ უკვირს, ეგვიპტური თავგადასავლების შემდეგ აღარაფერი აღარ უკვირს...

მასთან საუბარისას გაოცებული აღმოვაჩენ, რომ მახსოვს საკმაოდ ბევრი დეტალი და თუ მოვინდომე, ალბათ მშვეინერ Guide book-საც დავწერ. აღმოვაჩინე, რომ ველაპარაკები Lonely Planet-ის ტემბრით და კიდევ უფრო მძაფრად მომინდა მათთან მუშაობა (Someday!) ..

მარშუტი დავგეგმეთ, სასტუმროებიც ისეთები შევარჩიეთ, ჩვენნაირებს რომ ადვილად შეხვდეს. ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, თითქოს მეც მივდივარ მასთან ერთად. 

მეკითხება რითი იყო ეს მოგზაურობა გამორჩეული სხვებისგან. ვუამბობ ისტორიებს. ნაწილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აქვს მოსმენილი.. მერე ერთად მივდივართ დასკვნამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას ათვალიერებ, მთავარი ამ დროს, რაც გამახსოვრდება და რაც წლების შემდეგაც კი გათბობს და გაღიმებს, არის ის წვრილმანი, უმნიშვნელო დეტალები და მინი ისტორიები, რომლებიც ნებისმიერ მოგზაურობას თავგადასავლის ელფერს სძენს. სწორედ ამ წვრილ-წვრილი ისტორიების გამო არის ჩემი მოგზაურობები განსხვავებული თქვენისგან და თქვენი კი ჩემისაგან. ამ ისტორიებს ქმნი თავად. შენზეა დამოკიდებული, რომ ერთი ჩეულებრივი მოვლენა აქციო განსაკუთრებულ მოგონებად. 

ესეც ჩემი იორდანიული მოგონებები:

#1 - რაიმონდი

ის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანია ვინც შემხვედრია. პირველად მას სირიაში შევხვდი ჩემი პირველი მოგზაურობისას. უფრო სწორედ, ჯერ ინტერნეტ ფორუმზე გავიცანი, შემდეგ დამასკოში მის ჰოსტელში დავბინავდი და მოვიხიბლე მისით.
როგორც ჩანს თვითონაც დავამახსოვრდი, რადაგანაც როცა შემდეგ წელს უკვე ბეირუთში გაჩხერილი ვგეგმავდი იორდანიაში გადასვლას სირიის გავლით და ისევ ფორუმზე ვპოსტავდი, მიცნო და მომწერა. მიამბო, რომ თავად სირიაში აღარ ცხოვრობს შექმნილი პრობლემების გამო, რომ ეხლა ამანში დაიდო ბინა და ახალ სასტუმროს ხსნის. მომწერა, დამასკოში თუ ჩახვალ ჩემს ჰოსტელში გაჩერდი უსასყოდლოდ და იქაური პერსონალიც ყველაფერში დაგეხმარებაო. მთხოვა, იორდანიაშიც რომ ჩამოხვალ ჩემთან გაჩერდი, სასტუმრო ჯერ არ გამიხსნია მაგრამ ადგილს გამოგიებნიო. ძალიან გამიკვირდა და გავოცდი.
დამასკოში სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა ჰოსტელში გავჩერდი, ახალ გაცნობილ მეგობრებთან ერთად რომ ვყოფილიყავი.  ამანშიც ვარჩე ხალხით სავსე ჰოსტელში დავბინავებულიყავი, თან მომერიდა რაიმონდის კართან გამოვცხადებულიყავი. მაგრამ ძალიან გავოცდი როცა ჰოსტელის მისაღებში დამიბარეს ტელეფონზე გთხოვენო. კიდევ უფრო გამიკვირდა როცა რაიმონდმა მომაკითხა, მანქანით მთელი ქალაქი დამათვალიერებინა, ვახშამით გამიმასპინძლა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტკბილეულის მაღაზიიდან დატვირთული გამომიშვა.. და ეს იმ დღეს, როცა მე კონტრაბანდისტ ტაქსისტთან ერთად გადავკვეთე სირია-იორდანიის საზღვარი და ნერვიულობისგან გაფითრებული და თვალებ გაფართოებული ვერც ვაცნობიერებდი რომ უკვე სამშვიდობოს ვარ.

რაიმონდს ჩემი მეგობარიც იცნობს..  ისიც ჩემსავით შეყვარებულია მასზე თავისი შორეული სირიული მოგზაურობის შემდეგ და ეხლა აპირებს მის სასტომროში დაბინავებას. ჩემგან დიდ მოკითხვებსა და გულწრფელ Hug-ს ვატან. "რა თქმა უნდა გადავცემ!" - მპირდება და მეც მჯერა.

თუ რომელიმე თქვენგანი იორდანიაში მოგზაურობას გადაწყვეტს, გულით გირჩევთ აქ გაჩერებას :http://www.ammanpashahotel.com/


# 2 -პეტრა

არასოდეს არ მინდოდა პეტრას ნახვა. ყველა მეუბნებოდა, რომ საოცრად ლამაზია, მაგრამ მაინც არ მიმიწევდა მისკენ გული. მაგრამ იყო ერთი რამ - ჩემი წიგნის გარეკანს ამშვენებდა ბედუინის ფოტო, რომელიც უზარმაზარი ტაძრის სახურავზე გამოჭიმულიყო. ვიცოდი, რომ ეს ტაძარი პეტრაში იყო და რა თქმა უნდა ჩემს თავს დავპირდი იგივე ადგილას გადავიღებდი ფოტოს უკვე წიგნით ხელში.

მე და ერთმა მხიარულმა კანადელმა ამანი სადღაც დილის 5 საათზე დავტოვეთ. ავტობუსში ძილი ამომავალი მზის სხივებმა დამიფრთხო.  პეტრას კარიბჭემდე ჯერ ფრანგ-ირლანდიელი გოგო-ბიჭის უცნაურ წყვილთან ერთად ვიარე, გოგო გაუთავებლად ბაზრობდა თავისი მოგზაურბის დეტალებზე და რაღაცნაირად მოვახერხე რომ ხალხში დავკარგვოდი. ცოტა ხანში ისევ გადავეყარე ჩემს კანადელ მოგზაურს და გზა ადგილობრივი ბედუინების შეძახილების ფონზე ერთად გავაგრძელეთ. "Hi!" "Where  are you from? " "Donkey donkey like Ferrari! With air conditioning! "  ეს ბედუინები ისეთი გამხდრები არიან, ვოცდები და უნებლიედ ვიწყებ ფიქრს, თუ რაში უდგათ სული. მეგობარმა ვერ გაუძლო შავგრემანი ბედუინის შარმს და მონასტრამდე გზა ჯორზე ამხედრებულმა გააგრძელა. მე ადგილობრივ ფერარიზე უარი ვთქვი და ფეხით ავიარე 800 საფეხურიანი კიბე. 
[You must be registered and logged in to see this image.]
ავაღწიე! ვიპოვე მონასტერი, ის რომელიც ჩემი წიგნის ყდაზეა გამოსახული. 

ვიპოვე კანადელი მეგობარიც... ვზივარ მონასტრის წინ და ვუყურებ როგორ ეფლირტავება პეტრას ყველაზე სიმპათიური ბედუინი ტურისტ გოგონებს. აგერ ერთს ჩაით გაუმასპინძლდა.. ვფიქრობ მივიდე თუ არა მასთან და გამოცნაურო. ვიცი ვინც არის, საერთო ნაცნობი გვყავს, ლონდენელი ლი და ავსტრალიელი ქვინი, შარშან რომ გავიცანი სირიაში. ვიცი რომ, ლიმ ჩემზეც მიწერა რამოდენიმე დღის, შეიძლება  კიდეც დამეხმაროს და ტაძრის სახურავზე ამიყვანოს.. მაგრამ ბიჭი აშკარად დაკავებულია ქერა გოგონათი, სად მე და სად მოკლე შორტებიანი სლავური გარეგნობის ქალი.. 

ადგილს ვიკავებ კანადელის და ჰოლანდიელის შორის და სანამ ჩემს შეკვეთილ პიტნის ჩაის მომიტანენ, ამსტერდამის ნარკოტიკებზე საუბარში ვერთვები... 
-როგორ შეიძლება ამ ტაძრის სახურავზე აძრომა? - ვეკითხები ბედუინს პიტნის ჩაი, რომ მომიტანა.
-შენთვის? არანაირად! - მიყურებს და ირონიულად ეცინება.
-კი მაგრამ ეს ფოტო ხომ ამ ტაძრის სახურავზეა გადაღებული?!- ვაგრძელებ და ცხვირწინ წიგნის გარეკანს ვუფრიალებ
-ეგ გამონაკლისია! ტურისტებისათვის კი აქ ასვა არ შეუძლება! პოლიციას ხედავ?! დაგიჭერენ მცდელობისთვისაც კი!
ზურგი მაქცია და წავიდა.. ჰოლანდიელი და კანადელი გაოცებით მიყურებენ. "Are you crazy?!" მეკითხება ერთი. "შეიძლება მანდ ასვლა! მაქვს ნანახი ფოტოები ინტერნეტში!" -ვაგრძელებ ჯიუტად. უბრალოდ მთავარია გავარკვიო როგორ.
ისევ მივედი მუსტაფასთან. ისევ გავუღიმე, თვალები ჩავუკარი, ცრემლით ავივსე... არაფერი არ სჭრის. "პოლიცია დაგვიჭერს!" მეუბნება ჯიუტად. 

ბოლო გზა მრჩება. 
-იცი მე საიდან ვარ?! მე ვარ საქართველოდან, გსმენია ამ ქვეყანაზე?
-არა -მპასუხობს აშკარად გაღიზიანებული
-ჰოდა წარმოიდგინე რა შორს ვართ, რომ არც კი გსმენია ჩვენზე. მე კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობ აქ მოხვედრაზე და ამ ტაძრის სახურავზე აძრომაზე! (სახე ეცვლება ნელ-ნელა) მთელი 3 წელი ვაგროვებდი ფულს აქ რომ ჩამოვულიყავი და ოცნება ამესრულებინა! და შენ კიდევ მეუბნები ეს შეუძლებელია?! არ მივდივარ აქედან, სანამ იქ არ ამიყვან! - ვგრძნობ, რომ კისერზე ყველა ნერვი მებერება და თვალები მიწითლდება. არც მრცხვენია რომ ასე უნამუსოდ ვიტყუები.
-ჰოდა იჯექი აქ სანამ არ მოგბეზრდება! -ზურგს მაქცევს და მიდის.
დავჯექი, არ ვინძრევი. ჰოლანდიელი წავიდა, დამშვიდობებისას დამცინავად მისურვა Good Luck. რონდას ეტყობა, რომ აშკარად ერთობა სანახაობათ, იქვე ახლოს მოკალათდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო.. 

ხალხი ნელ-ნელა იშლება. თვით სიმპატიურმა ბედუინმაც კი შორტებიანი ქერა გოგოს გაცილება დაიწყო ქვემოთ. ბოლოს აღმოჩნდა რომ მთელს კომპლექსში მხოლოდ მე, რონდა, მუსტაფა და პოლიცილები დავრჩით. მე ურჩად მიჭირავს წიგნი, ვუყურებ ტაძარს და მუსტაფას ყოველ-გავლა გმოვლაზე "It's my dream!" გავიძახი. ბოლოს პოლიციელებმაც დაიწყეს ქვემოთ ჩასვლა. აი მაშინ კი წამოვფრინდი და მივვარდი ბედუინს. 
-ეს ჩემი ბოლო შანსია! დამეხმარე ავისრულო ოცნება. იცოდე მთელს ცხოვრებას დამინგრევ, ვერ წავალ აქედან აქ თუ არ ავედი. მე გურული ვარ! ჩვენ ცოტა გიჟები ვართ, იცოდე რამეს ჩავიდენ! გავიშალე წითელი თმები..
[You must be registered and logged in to see this image.]არ ვიცი რომელმა ჩემმა ტყუილმა იმოქმედა, ან იქნებ მართლა განწირული სახე მქონდა, ბედუინმა ხელი ჩამკიდა და წამოეთრიეო ჩაიბურტყუნა..

მერე იყო ცოცვა მაღლა 59 მეტრის სიმაღლის კლდის ტაძარზე. 

თავიდან კი მივძვრებოდი გაბედულად, მერე სიმაღლემ იმატა და მასთან ერთად სიმაღლის შიშიც გამიმძაფრდა.. მუსტაფამ იგრძნო და ფოტო აპარატი გამომართვა.. 

ავაღწიე! სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში არც მჯეროდა, რომ მართლა ავცოცდებოდი. მაშნაც კი როცა განწირული სახით ვევედრებოდი ამ ბიჭს.. მაგრამ, თუ არ ეცდები, ვერასოდეს ვერ გაიგებ გაგიმართლებს თუ არა!
[You must be registered and logged in to see this image.]



მერე მუსტაფამ თავზე თავისი ხელით წამიკრა თავსაფარი და გადამიღო ფოტო Lonely planet-ის სტილში


[You must be registered and logged in to see this image.]
(c) Rhonda Lucas



[You must be registered and logged in to see this image.]


არასოდეს არ დამავიწყდება ის გრძნობა რაც მაშინ მქონდა. გრძნობა "მე ეს შევძელი" - მაშინ როცა საერთოდ არ ელოდები მას და ცოტა სინდისიც ქენჯნაც იყო, ეს ბიჭი რომ მოვატყუე.


მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხედი ზემოდან ყოველთვის უკეთესია და შენც ყველაფერი უნდა იღონო მის სანახავად, თუ გინდა რომ შენი საკუთარი მოგონება შექმნა!


[You must be registered and logged in to see this image.]
სწორედ ამ ფოტოს National Geographic-ყიდის Smile
...


ჩემს მეგობარს ბედუინ მუსტაფასთან მოკითხვას ვაბარებ. არ ვიცი დღესაც იმ კაფეში მუშაობს თუ არა, ან ვახსოვარ თუ არა, მაგრამ მაინც...


#3 Petra by Night 


უკვე ღამდებოდა მე და რონდამ ტაძრიდან რომ დავიწყეთ დაშვება. მე იმ ღამით ღამის პეტრას ტურის ბილეთი მქონდა უკვე შეძენილი. რონდამაც მოისურვა მხარი ამიბას. ვხვდებით, რომ კომპლექსიდან გასვლას უკვე აზრი არ აქვს. პირველივე ტაძართან ვჩერდებით, ადგილს ძელ სკამზე ვიკავებთ და ერთმანეთს ვეკვრით გაყინულები. უცნაურია, ეს ადგილი ჯერ კიდევ მზის შუქზე ათობით ათასი ტურისტით იყო სავსე, ეხლა კი ვზივართ მხოლოდ მე და რონდა აბსოლიტურ უკუნეთში და მდუმარებაში ერთმანეთს მიხუტებულები და სიცივისგან აკანკალებულები.
ცოტა ხანში ბედუინები გამოჩნდნენ, ისინი ვინც ღონისძიებისათვის უნდა მოამზადონ გარემო. 
თავიდან ძალიან უკვირთ ჩვენი დანახვა, ბილეთებს გვიმოწმებენ და შემდეგ თერმოსიდან ჩამოსხმულ ცხელ ჩაისაც კი  გვთავაზობენ. ბოლოს ვიღაცამ პეჩენიის ნატეხი გვიწილადა. უეცრად დამთბა და თვალები გამინათდა.. 


ცოტა ხანში ამ ჯგუფის წინამძღოლი მოდის საქმიანი წინადადებით: "მაინც ტუილად ხართ, არ გინდათ დაგვეხმაროთ და თან გათბებით კიდეც". რა თქმა უნდა სიხარულით წამოვხტი, ერთ ბედუინს ფანარი ვეთხოვე, მეორე მასწავლის სანთლებს როგორ მოვახვიო ქაღალდი და ქვიშაში მყარად ჩავარჭო... თან არც მჯერა... ღამის პეტრას უამრავი ფოტო მაქვს ინტერნეტში ნანახი, მაგრამ მე თუ ჩემი ხელით გავანათებდი მას ნამდვილად არ მეგონა.


ცოტა ხანში ტურისტებიც მოგროვდნენ და ადგილები დაიკავეს. ჩემგან განსხვავებით მომზადებულები არიან შტატივებით... ვინანე, რატომ არ არ მაქვს თან ჩემი შტატივი.. "ვერ გადავიღებ კარგ ფოტოს!" გავიფიქრე და ის იყო ხასიათი უნდა გამფუჭებოდა, რომ ერთმა ბედუინმა, აი ჩაი ვინც დამალევინა, გვერდით გამიყვანა, ერთი კლდის უცნაურად გამოშვერილ ადგილზე მიმითითა "აქედან ყველაზე კარგი ხედია" მითხრა და გვერდით მოკალათდა, აშკარად აინტერესებს თუ როგორ კადრს გადავიღებ...


[You must be registered and logged in to see this image.]
აი ეს სანთლები ჩემი ჩარჭობილია!



#4 უდაბნო


მე და  ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა პეტრა ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დავტოვეთ და ადგილობრივების მინი ავტობუსით გავემართეთ უდაბნოსკენ. გზა საკმაოდ მხიარულად გავლიეთ, ჰოლანდიელი ფიზიკოსისა და მეხსიკელი ბიოლოგის კომპანიაში. მათ ფონზე რომ არ დავჩაგრულიყავი მეც თავი გამოვიდე მათემატიკოსი ვარ მეთქი (მერე რა რომ ყოფილი)...


მოვიხიბლე წითელი უდაბნოთი. სულის შეკვრამდე მომეწონა მისი ხასხასა ქვიშა, მშვიდი ცა და იდუმალი კლდეები...


[You must be registered and logged in to see this image.]

[You must be registered and logged in to see this image.]

შემიყვარდა აქაური მზრის ჩასვლაც


[You must be registered and logged in to see this image.]



არ მომეწონა ჩემი ინგლისელი თანამგზავრი, დღემდე რომ ვერ მაპატია პეტრას კანიონებში მიტოვება, მაგრამ მაინც მე ამედევნა უდაბნოს ტურში... 


მომეწონა ბედუინების ბანაკი და ბედუინი სალიმი, უფრო სწორად მომეწონს მისი ათასგვარი ისტორიების მოსმენა, მაშინ როცა მე ზურგზე დაწოლილი ავცქერი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და გვერდით კი თავად ბედუინი მოკალათებულა.. ერთადერთი, რაც იდილიას მიფუჭებს ეს წუწუნა ინგლისელია, გაუთავებლად რომ შტატივს ეჩალიჩება ღამის ცის გადასაღებად.. 


მერე ბედუინიც და ინგლისელიც სადღაც უჩნარდებიან... აღარ მესმის არც ერთის წუწუნი, არც მეორეს უდაბნოს ისტორიები..  ეს მე ვარ მარტოდმარტო აქ მიწაზე გაშოტილი... ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერში ვლივლივებ და მგონია ხელის თუ გავიწვდენ ვარსკვლავებს მივწვდები .. (აშკარად ნაკლები უნდა დამელია ბედუინების ვისკი, ხომ  მაფრთხილებდნენ, მასთან ფრთხილადო) 


....
[You must be registered and logged in to see this image.]
უკან აქლემებზე ამხედრებულები ვბრუნდებით. სანამ ქარავანი დაიძრებოდა ინგლისელის აქლემს ყურთან მოვეფერე...


ქარავანი დაიძრა, მე წინ მივდივარ, უკან ჯორდანი მომყვება თავისი აქლემით.. და უცებ ზურგზე რაღაც ვიგრძენი... აქლემს იმდენად მოეწონა ალერსი, ისევ მოუნდა, ან თავად გამოხატა სიყვარული და ცდილობს მიკბინოს! "გაწიე იქეთ!" ვუკივივარ გაცოფებულ-შეშინებლი.. "არ შემიძლია" იძახის გაოცებული ინგლისელი.. ისევ გამოიწია აქლემი და ისევ ჩაავლო კბილები ჩემს მოსასხამს. "გაწიე იქეთ!"
საქმე იქამდე მივიდა, გიდმა დაუგეგმავად დაგვასვენა და ქარავანში ისე გადააგვადგილა, რომ  აქლემს არ დავეკბინე. და მაშინ როცა აქლემს ვტუქსავ უმსგავსო საქციელისათვის, ინგლისელმა ერთადერთი ღირებული რამ გააკეთა მთელს ჩვენს ერთობლივ ტრიპში - ყველაზე მაგარი ფოტო გადამიღო.


[You must be registered and logged in to see this image.]
You are very very bad camel!!!


ყველა აქლემი ერთნაირია რა! ერთხელ მიუალერსებ და მერე ჰგონიათ, რომ შენი შეჭმის უფლება აქვთ!!  


#5  შოპინგი

უდაბნოდან წითელ ზღვაზე ამოვყავი თავი ინგლისელ-ფრანგ თანამგზავრებთან ერთად. ჩემი ზურგჩანთა გატენილია კოჭებამდე შარვლებითა და მუხლებამდე პერანგებით. უნდა ვიშოპინგო!
ჩვენი სასტუმრო აქაბადან 10 წუთის სავალზეა მანქანით. სასტუმროს წინ ტრასაზე დავდექი და პირველივე ტაქსი, ჩემებურად გავაჩერე. არაბული 2 სიტყვა ვიცი, ტაქსისტმაც 2 სიტყვა ინგლისური იცის, მაგრამ ერთმანეთის მშვენივრად გვესმის.  ვეუბნები, რომ ღარიბი სტუდენტი ვარ, ღარიბი ქვეყნიდან, რომ ცოტა ფული მაქვს და იაფიანი მოკლემკლავებიანი მაისურის ყიდვა მინდა. ტაქსისტმაც, "I will help you" -ო, ისეთ იაფიან ადგილას წაგიყვან, სადაც ჩემი ოჯახი დადისო.


მიჰქრის ტრასაზე და მიყვება უამრავ ისტორიას: "მოპირდაპირე მხარეს ეგვიპტეა, მის შემდეგ ისრაელი, უკან საუდის არაბეთი"- იშვერს ხელებს.. ვიგებ, რომ ჰყავს 9 შვილი, 9-ვე ბიჭი.. აქლემის რძეს სვამს-ადგილობრივი ვიაგრას... მამამისი ინდიანა ჯონსში არის გადაღებული...
ქალაქამდე საკმაოდ მხიარული მგზავრობის შემდეგ მანქანაც გამიჩერა და მოვედითო მითხრა.. ჩვეული სისწრაფიდ შევვარდი იმ შესასვლელში, რომელზეც მიმითითა და დახლებს შორის გავჩერდი. აი მაშინ კი მივხვდი, რომ ტაქსისტმა ცოტათი გადაამეტა. ყოფილხართ ლილოში?  წარმოიდგინეთ ლილოს ბაზრობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა გამყოდველი ახალგაზრდა კაცია და ქალი კი თუ ვინმე ჩითავს, მხოლოდ თავით ფეხამდე ჩადრში გახვეული. ჩემმა კეთილსმყოფელმა ტაქსისტმა მართლაც ისეთ ადგილას მომიყვანა, სადაც ტურისტები არასოდეს დადიან და მხოლოდ ადგილობრივები შოპინგობენ. ამაზე, დახლებზე გამოფენილი ჩადრ-აბაიებიც მიუთითებდნენ.
ვდგავარ ამ დახურულ სივრცეში, ვიკრიჭები უაზროდ და პირველივე ახალგაზრდას ვეკითხები "შორტები გაქვს? სარაფანი? " ალბათ ძალიან გადავიღალე წინა დღეებში გადატანილი ემოციებით. ჩვეული მოკრძალება სადღაც გაუჩინარდა, ერთადერთი რაც მინდოდა, სარაფნის, ან მაისურის, ან შორტის ყიდვა იყო. გასაგებია, რომ საცურაო კოსტუმზე არც უნდა მეოცნება თუ იმ ბაზრობიდან მთელს გამოღწევა მინდოდა. 


ისეტრიულად დავრბივარ ერთი დახლიდან მეორეში. შევიჭყიტე ყველა მაღაზიაში. შორტი მინდა თქო რომ ვეუბნები გამყიდველს, ეს უკანასკნელი კაცის ბოქსიორებს მაწვდის!  
საბოლოოდ მთელმა ბაზრობამ გაიგო, რომ ვიღაც გიჟი ეწვიათ, გადაძახილებთან ერთად ახალგაზრდა გამყიდველებიც დამყვებიან ერთი დახლიდან მეორეში. მერე ერთმანეთს გადასძახ-გადმოსძახეს და მთელს ბაზარში ორდადორი კაბა იპოვეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბაზრობის ერთ შეწეულ მაღაზიაში ვდგევარ სახეალეწილი, ხელში მიჭრავს ორი სარაფანი. ერთ ბიჭს მეზობელი დახლიდან სარკე მოაქვს და ჩემს წინ დგება, მის უკან  ერთი 10 კაცს მოუყრია თავი და სეირით ტკბებიან. არ ვიბნები და პირდაპირ შარვალზე ვიცმევ ლურჯ კაბას... Oh! Beautifu! l Beautiful!  -აღმოხდა იქ შეკრებილ მაყურებელს.. ვიხდი და მეორეს ვიცმევ..  Beautiful! Beautiful! -ისევ იმეორებს ჩემი მაყურებელი.. თანხას ვიხდი (უცნაურად იაფს) და ტაქსიში ვბრუნდები..


"Where you've been?!" - მეკითხება სასტუმროს აუზთან წამოკოტრიალებული მეგობარი. "შოპინგზე"- ვპასუხობ მოკლედ, რატომღაც არ მომინდა მისთვის მთელი ისტორიის მოყოლა...


რა თქმა უნდა არ მაქვს შოპინგის ამსახველი ფოტოები Sad...


[You must be registered and logged in to see this image.]
ბოლოს წინა მზის ჩასვლა იორდანიაში


#6 უკან 


ამანში შუადღისას დავბრუნდი, ჩემი თვითმფრინავი შუაღამისას მიფრინავს. ჩემს თანამგზავრს ვეუბნები, რომ მინდა მეგობარს დავემშვიდობო და რაიმონდთან მივდივარ. თავადაც მომყვება. რაიმონდი არ მხვდება, თუმცა მისი სასტუმროს მენეჯერი ჩაით გვიმანსპინძლდება და სახელებს გვეკითხება და მერე სიცილს ვერ იკავებს "Jordan and Tea are drinking Tea in Jordan" !  


საღამოს ინგლისელის მეგობარი გოგოსთვის საჩუქრის შერჩევით ვაგრძელებთ. აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც გაუმართლა ჩემთან დამგზავრებაში, სხვა თუ არაფერი შენს გამო ყველაფერზე ფასს მიკლებენო...
ცოტა ხანში ქუჩაში ჰოლანდიელს ვხვდებით, უდაბნოსკენ მიმავალ მარშუტკაში, რომ გავიცანით. ერთად ვყიდულობთ ტკბილეულს მსოფლიოში ყველაზე მაგარ მაღაზიაში და იქვე ტროტუარზე ჩამომსხდრები შევექცევით ადგილობრივების გაოცებული მზერის ქვეშ..

.........


შემდეგი დილის 6 საათზე უკვე სტამბულში ვარ.. წვიმს, ცივა, იორდანიული თბილი მზის შემდეგ სახეს ცივი ქარი მიყინავს. შემდეგი ფრენა მხოლოდ ღამის 12 საათზეა. აეროპორტიდან გამოვდივარ მეტროთი, ტაქსიმზე ამოვდივარ და პირველივე ჰოსტელის კარს ვუტეხ ბრახა-ბრუხს. "ცარიელი ადგილი მხოლოდ  მიქს დორმიტორიში გვაქვს" -მეუბნება ნახევრად მძინარი ბიჭი... ვიღებ თქო ვეუბნები და რის ვაი-ვაგლახით ამაქვს ჩემი ტყვიასავით დამძიმებული ზურგჩანთა მეორე სართულზე. 


ოთახში 4 ორსართლიანი საწოლი დგას, აქედან 6 ადგილი უკვე დაკავებულია... ჩანთას კუთხეში ვაყუდებ, ერთ-ერთ ცარიელ ლოგინზე ვიკავებ ადგილს და ვითიშები..
რამოდენიმე საათში თენდება და მზის ნაცვლად ძილს უხერხული ჩურჩული მიფრთხობს... თავს ვწევ და ოთახში გაოცებულ 6 წყვილ თვალს ვეფეთები.  6 იტალიელი ყმაწვილი უხერხულად მიღიმის... მათ ზურგს ვაქცევ, ამ მომენტში არ მაინტერესებს არაფერი ძილის გარდა.. ლიბანური, სირიული და იორდნიული  ემოციების შემდე 6 იტალიელთან ერთად გაღვიძება დიდი ვერაფერი მოვლენაა ჩემთვის.
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum