Egypt, as I like to
Page 1 of 1 • Share
Egypt, as I like to
არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ მოგზაურობის "წარმატებულობა". თუ არსებობს ეს ინდივიდუალურია ალბათ ყოველი ჩვენთაგანისათვის. შეიძლება ეს იყოს დიდი ფათერაკები, თავგადასავლები, შეიძლება რომანტიულიც, ან უბრალოდ ბევრი დროსტარება მეგობრებთან ერთად.
რატომღაც მომინდა გავაზიარო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რის გამოც ვფიქრობ ჩემი ბოლო მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ტრიპებთაგან...
#1
-"ველოსიპედის ტარება იცი?"
-"ვიცი. მაგრამ დიდი ხანია პრაქტიკა არ მქონია.." რა თქმა უნდა არ ვაკონკრეტებ, რომ "პრაქტიკა არ მქონია" ნიშნავს, რომ ველოსიპედზე პირველად სულ რაღაც ერთი კვირის დავჯექი და ისიც პედლები ძვლივს დავატრიალე.
მეორე დილით 7 საათზე მივადექით ველოსიპედების გაქირავების ჯიხურს. ავარჩიე ჩემთვის ლურჯი ველო... 1 საათი ვერ დავატრიალე პედლები, მუხლები ამიკანკლდა ნერვიულობისაგან. მეგობარს მობეზრდა და გაუყვა ტრასას.მაშინ კი ვიკადრე და გავედევნე...
[You must be registered and logged in to see this image.] |
ესეც ჩემი 2 დოლარად ნაქირავები ველო |
ტრასაო ვამბობ. რომ წარმოიდგინოთ რაზეც ვლაპარაკობ. საქმე ეხება ლუქსორს და მთელი ვესტ ბანკის მონახულებას ველოსიპედით. მთლიანობაში 12 მილია. სანამ უდაბნოში გახვალ, უნდა გაიარო მცირე სოფელი. ხალხი ირევა, ბავშვები სკოლებში მიდიან... საჭეს ისე ჩავაფრინდი, სიმწრისაგან ყველა ნერვი დამებერა, ცივ ოფლში ვიწურები. ის ის იყო წინ შემხვედრი ლიანდაგი მშვიდობით გადავიარე, რომ ბრახ! წინ თავისათვის პატიოსნად მიმავალ არაბს დავეჯახე. სიჩქარეში, დაბნეულობით და კიდევ იმის გამო რომ ველოსიპედს წინა-უკანა მუხრუჭები არეული ჰქონდა არასწორად დავამუხრუჭე და გადავფრინდი წაქცეულ არაბსაც და ჩემს ველოსიპედსაც. ავიტყავე მუხლი, იდაყვი, შარვალი გავხიე...
ეს იყო პირველ დღეს. კიდევ რამოდენიმეჯერ გადავვარდი ტრასიდან,ხან ბუჩქებში, ხანაც გაჩერებულ მანქანას მივეჯახე, იმის გამო რომ მუხრუჭები ავურიე... თუმცა უკვე მე-3 დღეს მარტო წავედი და მთელი უდაბნო მოვიარე. არცერთი ინციდენტი არ გადამხდენია! მართალია ტრასაზე დიდი ავტობუსები, მინიბუსები თუ ტაქსები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ყურებში აიპოდი, საყვარელი მუსიკა და საოცარი გრძნობა, მე ეს შევძელი!
#2
ირანში, შირაზის ბაზარში ვიყიდე ერთი საყურე. ძალიან იაფი ღირდა, მაგრამ ძალიან მომწონდა. ქაიროში, რომ ჩამოვედი, ერთი ცალი სადღაც დავკარგე. საშინლად მეწყინა, იმის გამო რომ საყურე კი არა უფრო სუვენირი და მოგონება იყო ჩემთვის.
მეორე საღამოს ჰოსტელში გაცნობილ 2 ბიჭთან ერთად ქაიროს ბაზარს მივაშურე. არ ვიცი რატომ მომივიდა თავში აზრად ეს "გიჟური" იდეა. ამოვიღე ცალი საყურე და სათითაოდ დავიწყე ყოველი დახლის ჩამოვლა კითხვით "do you have exactly the same?". ბიჭებმა გაოცებით და გაფართოებული თვალებით შემომხედეს, გიჟია ეს ვიღაც არისო...
სულ რაღაც 2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ვიწრო მაღაზიის თაროზე მე თვითონვე ვიპოვე ზუსტად ისეთივე საყურე! უკან რომ ამოვიარე ყველა მაღაზიის პატრონი მეკითხებოდა, "რა ქენი, იპოვეო?" ვერ იჯერებდნენ . საღამოს ამ ისტორიას, ჩემზე მეტი ენთუზიაზმით ჩემი თანამგზავრები უყვებოდნენ სხვა მობინადრეებს.
ეხლა მე განსაკუთრებული წყვილი საყურე მაქვს, ცალი ირანის, ცალი კი ეგვიპტის მოსაგონებლად!
#3
თეთრ უდაბნოში წასვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც ინტერნეტში თეთი მაშრუმების (უცნაური ფორმის კლდეების) ფოტო ვნახე. მთელს უდაბნოში იყო ერთი წყვილი მაშრუმი, რომლების ნახვაც საოცრად მინდოდა, ყველაზე მეტად. როცა უდაბნოში მივედით უკვე ღამე იყო. ხასიათი საშინლად წახდენილი მქონდა. ჩვენმა მძღოლმა მითხრა, "არ ინერვიულო, ჩვენს ბანაკთან ბევრი საინტერესო ფორმის მაშრუმების ნახვა შეიძლება". მე რა თქმა უნდა არ დავუჯერე დიდად.
დავანთეთ კოცონი და იმ ღამეს ვარსკვლავების ქვეშ დავიძინეთ პირდაპირ (საძილე ტომრებში). მზის ამოსვლამდე გავიღვიძე. ბნელოდა, ციოდა...წინა ღამეს ერთმა მეგობარმა მთხოვა, მეც მინდა მზის ნახვაო. არ ვაპირებდი, მაგრამ სანამ სიბნელეში გზას დავადგებოდი "წიხლი გავკარი", "მე მივდივარ" წავიბურტყუნე და გაურკვეველი მიმართლებით გავუყევი გზას.
სიბნელეში და სიჩუმეში სადღაც 10 წუთის ხეტიალის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ ამ ორ მაშრუმს მივადექი. გული ისე შემეწურა სიხარულით! მალე მეგობარიც წამომეწია და მასთან ერთად მზეც...
ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, სხვა რომ არაფერი არ ვნახო, ეგვიპტეში კიდევ ერთხელ დავბრუნდები ბუნების ამ საოცრების სანახავად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანრაიზია რაც კი მინახავს, არა და ბევრი მინახავს...
[You must be registered and logged in to see this image.] |
ხანდახან მცირეც საკმარისია ბედნიერებისათვის |
#4
უდაბნოს 2 დღე ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ მარტო საოცარი იყო, თუ როგორ შევიკრიბეთ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთა, სრულიად განსხვავებული წარსულითა და მომავლით...
უდაბნოდან გამოსვლა დავაგვიანეთ. სოფლის ავტობუსი ქაიროს მიმართულებით გადიოდა დილის 10 საათზე. მისთვის რომ მიგვესწრო ჩვენი მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყველას გული გვისკდებოდა შიშით...
[You must be registered and logged in to see this image.]
ბრახ! საბურავი დაიწვა... მძღოლმა სწრაფად გადმოგვსხა მანქანიდან და გამოცვლა დაიწყო. სადღაც 15 წუთში ისევ გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფრო მეტი სისწრაფით გაუყვა გზას. 10-ს აკლია 10 წუთი. უკვე ჩავთვალეთ, რომ მორჩა, ვერ მივუსწრებთ ავტობუსს...და ამ დროს ისევ, ბრახ! მეორე საბურავი დაიწვა... ის ის იყო, პლან ბ-ზე ფიქრი დავიწყეთ, ღამე სად გავათენოთო, რომ მეორე ჯიპი წამოგვეწია. ჩვენმა მძღოლმა სთხოვა და ყველანი იქ ჩავსხედით. ამ ძღოლმა საერთოდ კოსმოსური რაკეტის სისწრაფით გაგვაქროლა...
ავტობუსი უკვე დაქოქილი იყო, როცა ჩენი მანქანა ლამის წინ გადაუდგა. ჩანთები ჰაერში გვესროლა მძღოლმა, ჩვენ ასევე ჰაერში ავტობუსის გამცილებელს და საოცარი ადრენალინის გრძნობით ავცვივდით დანჯღრეულ და გაუბედურებულ იკარუსში... ისიც კი არ გვადარდებდა, რომ ბოლო რიგზე ვისხედით და ამ მტვერსა და ნაგავში 6 საათი უნდა გვემგზავრა...
#5
ალექსანდრიის მატარებელს ველოდებით ბაქანზე. უცებ მეგობარი სმს-ს კითხულობს, შემდეგ მომიტრიალდა და მეკითხება
-"თეო, პასპორტი სადა გაქვს?".-"ჩანთაში"..
-"აბა კარგად შეამოწმე"
ვიქექები ჩანთის ჯიბეებში. სიცარიელეა!
ხომ უნდა მოახერხო, რომ ქვეყანაში სადაც რევოლუციოაა და სადაც ბოლოდროინდელი ამბების მერე ლამის ყველა დამოუკიდებელი ტურისტი აგენტად შერაცხონ (მით უმეტეს პროფ. ფოტოაპარატით აღჭურვილი) პასპორტი დაგრჩეს, ღმერთმა უწყის სად!...
Simba- Monstars
-
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Similar topics
» Egypt, as I like to
» Oil rises as tensions soar in Egypt
» Egypt detains suspected Israeli spy
» Swine flu kills 56 in Egypt since October
» Egypt 2012 Beli Dance.MOV
» Oil rises as tensions soar in Egypt
» Egypt detains suspected Israeli spy
» Swine flu kills 56 in Egypt since October
» Egypt 2012 Beli Dance.MOV
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
Thu Nov 21, 2024 6:50 pm by ali001
» AMERICA EARNS! - Gift Card App
Mon Nov 18, 2024 11:07 am by ali001
» Kanba - Manage your Tasks
Thu Nov 14, 2024 12:21 pm by ali001
» Hemangiom'App
Tue Nov 05, 2024 11:25 am by ali001
» MindfulMe - Mental Health App
Mon Nov 04, 2024 10:50 am by ali001
» Learn Candlestick Patterns
Tue Oct 15, 2024 5:51 am by ali001
» Woh Pagal Si Episode 52 to 62 - Top Pakistani Drama
Sat Sep 21, 2024 6:26 pm by Mir Emmad Ali Khan Domki
» Nearu - share your socials
Sat Sep 21, 2024 1:12 pm by ali001
» Nightclub Tycoon: Idle Empire
Thu Sep 19, 2024 9:16 pm by ali001