Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili

Post by Simba Fri Mar 14, 2014 2:23 pm

ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა იყო პაკისტანის მოგზაურობაში განსაკუთრებული მოვლენა. ყოველ ჯერზე, როცა მორიგ ქვეყანაში მივდივარ, ყოველთვის მეშინია, რომ ამჯერად მაინც არაფერი არ გამაკვირვებს. თუმცა შეიძლება საერთოდაც არ არის აუცილებელი გაეხვე რაიმე შარში, ან ჩაიდინო რაიმე განსაკუთრებული 'გმირობა'. მოგზაურობის ხიბლი ხომ სწორედ იმ ჩეულებრივ წვრილმანი მოვლენების მშვენიერების დანახვაში, სახლში მყოფებს რომ გვავიწყდება ხოლმე მათი მნიშვნელობა.

#ქორწილი

მთელ $6-ად დავჯავშნე ჰოსტელი ლაჰორის ხმაურიან უბანში. აეროპორტიდან გამოსულმა ჯერ დიდხანს ვეძებე, შემდეგ მე-3 სართულზე ჩემი ზურგჩანთა დიდი ვაი ვაგლახით ავათრიე და პასპორტიც მოვიმარჯვე რომ რეგისტრაცია გამევლო. სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მომვარდა და სტანდარტული 'გამარჯობა, გაგიმარჯოს, საიდან ხარ'-ის შემდეგ მეკითხება:
- ქორწილში მივდივარ, წამოხვალ ჩემთან ერთად?
- მმ, კი მინდა, მაგრამ როდის მიდიხარ?
- აი ამ წამს მივდივარ!
- კი მაგრამ პრობლემა ხომ არ არის?
- ეს პაკისტანია! რა თქმა უნდა არ არის პრობლემა!

ჰოდა იქვე კუთხეში მივაყუდე ჩემი ზურგჩანთა და ჩემოდანი, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ამ გოგონას გავედევნე. კიბეებზე ჩამავალს კი ერთი ჩინელიც შემოგვიერთდა. თვად ქორწილი  ხომ საოცრება იყო, ფერების და მუსიკის ზეიმი. მაგრამ ყველაზე საოცარი ის ფაქტი იყო, რომ აეროპორტიდან 5 წუთის მოსული მანდ აღმოვჩნდი. ეს გერმანელი გოგონა იცნობდა ერთი რიქშას მძღოლს, რიქშას მძღოლი იცნობდა მუსიკოსს ძმებს, ეს უკანასკნელები კი ქორწილში იყვნენ დამკვრელებად მიწვეულები.
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0236
ყველაზე მაგარი პაკისტანელი ძმები. უფროსი აბსოლიტური ყრუა, მაგრამ ისე საოცრად უკრავს რომ გაგიჟდება კაცი!
თუმცა პირადად მე ყოველთვის მიზიდავს მოგზაურობაში, ის რომ შეიძლება რაღაც საოცარ ისტორიაში გავეხვე სრულიად დაუგეგმავად. ის, რომ ხანდახან მხოლოდ ღიმილია საკმარისი ადამიანების კეთილგანწყობის დასამსახურებლად.

ქორწილში ნამდვილი საპატიო სტუმარი 'გავიჩთე'. ჯერ იყო და ყველა ინტერესით გვათვალიერებდა მე და ჩემს მეგობარს, საიდან ხართ, სიძის მხრიდან ხართ თუ პატარძლისო. როცა გაიგეს რომ მუსიკოსების 'ახლობლები' ვიყავით კიდევ უფრო მეტად გაუხარდათ. ათეული ადამინის საოჯახო ალბომში აღმოვჩნდი გამოჭიმული, ჩემს გერმანელ და ჩინელ მეგობართან ერთად ფარდულში მოფარებული თბილ ვისკისაც გეახელით - გცივათ თქვენო და საიდან გაგვიჩინეს არ ვიცი.

მე და გერმნანელმა სიძს გამოცილების ცერემონიაშიც კი მივიღეთ მონაწილეობა
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0424

და მის გვერდითაც დავიკავეთ საპატიო ადგილი, მანამ სანამ პატარძალი მოვიდა და არ გაგვყარა Smile.

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0457
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0574
'Bride is very fat! very very fat! You'll see!'-ჩუმად ჩამჩურჩულა ერთმა ჭორიკანამ და სხვები კი დაეთანხმნენ. პატარძალი რომ გამოჩნდა ამ გოგომ თვალებით მომძებნა და გამიღიმა "გითხარი"-ს ნიშნად.

- გათხოვილი ხარ? - მეკითხებიან ქალები
- კი ვარ -ვპასუხობ მე, ასე დამარიგა გერმანელმა, ჩვენი ასაკის ქალებისათვის ეს დიდი სირცხვილია აქო.
- მაჩვენე აბა შენი ქმრის სურათი!- მომთხოვა ერთმა და ერთბაშად 5 თავი მომაჩერდა ინტერესით. არ დავიბენი, და რამოდენიმე წამის ძიების შემდეგ მობილურშ ერთ-ერთი მეგობრის ფოტო ამოვარჩე და ვაჩვენე -"აი ეს არის!" სიტყვებით. დიდი იტერესით ათვალიერეს, მობილური ხელიდან -ხელში გადააწოდეს და ბოლოს დამიბრუნეს - "შენ უფრო ლამაზი ხარ!" სიტყვებით.
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili 1888463_1422992301278618_1753356093_n
უძინარი, უმაკიაჟო და დაღლილი აეროპორტიდან პირდაპირ ქორწილში

საღამო მუსიკოსებთან ერთდ ერთ მაგიდასთან და ერთი თეფშიდან ბრინიჯის ჭამით დავასრულე.

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0657-horz
აი ამ ყმაწვილის ფონზე ვიგრძენი რომ უკვე დავბერდი Sad

#წვრილმან-წვრილმანები

ერთხელ ერთი შემთხვევით გავიცანი ირანში და შემდეგ ერთადაც ვიმოგზაურეთ ეგვიპტეში. როცა ის სამშობლოში ბრუნდებოდა და მე კი კაიროში მივდიოდი, სადაც რევოლუცია იყო და ყოველ დღე ათეულ ადამიანებს ხოცავდნენ მოედანზე, ამ სიტყვებით დამემშვიდობა: "You'll be OK! You are an experienced traveler!" - მაშინ ძალიან გამიხარდა მისგან ეს სიტყვები, იმ მომენტში და დღესაც ეს ადამიანი იყო მოგზაურის ეტალონი ჩემთვის.

იმის მერე დრო გავიდა და მე უფრო მეტ შარში გავეხვიე და გამოვძვერი კიდეც. როცა პაკსტანზე ვამბობდი წასვლა მინდა მეთქი, ყველა უკლებლივ მეუბნებოდა "გაგიჟდი?! რა გინდა მანდ?!". არ ვიცი ის მეგობარი იყო მართალი და უკვე გამოცდილი მართლაც მოგზაური ვარ, იქნებ იღბლიანი ვარ, ან იქნებ უბრალოდ პაკისტანელი ხალხი არ არის ისეთი როგორიც აქ წარმოგვიდგებიან მედიის თვალით. ფაქტი ერთია, პაკისტანის მოგზაურობა იყო ჩემს მოგზაურობებს შორის ყველაზე უსაფრთხო და უექსტრიმო.

 საათობით ვიკარგებოდი მარტოდმარტო ძველი ქალაქის მიხვეულ მოხვეულ ლაბირინთებში. ძალიან ბევრ ძველ ქალაქში ვყოფილვარ და დღემდე მიზიდავს ეს გაურკვეველი სიჭრელე და სიბინძურე. არის იქ რაღაც გასხვავებული,  ის რაც თვალს ჭრის და ყნოსვის რეცეფტორებს აღიზიანებს
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0685
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0672Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0733
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0724


წავედი ინდოეთის საზღვართან, რათა მენახა დროშების დაშვების ცერემონია და მაშინ როცა ინდოეთის მხარე გადაჭედილი იყო ტურისტებით, პაკისტანის მხარეს მხოლოდ ერთი ვიყავი.
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5135
მათთან ერთად გავკიოდი მთელს ხმაზე - Pakistani Zindabad!
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5202
კიდევ ერთი ფოტო ჩემი სულელური კოლექციისათვის

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5257
ამ ცერემონისაათვის საგულდაგულოდ არჩევენ საუკეთესო გარეგნობის კაცებს, შეუფერებლად მაღლები რომ არიან თან
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili 1661134_268022746694077_1261450078_n
მძღოლმა 5 წუთით დაგვტოვა და ჩვენც დრო ვიხელთეთ
 რიქშას მძღოლებს თბილისელი ტაქსისტებივით ვევაჭრებოდი და ერთხელაც არ დავკარგულვარ 10 მილიონიან ქალაქში. პრინციპში ეს არც ისე ძნელი იყო, მერე რა რომ ინგლისური 1 სიტყვა არ იციან, მთელმა პაკისტანმა იცის Charman Ice Cream -ცნობილი სანაყინე ჩვენი ქუჩს გადაღმა რომ იყო და სადაც არ უნდა გამეჩერებინა რიქშა, უპრობლემოდ მოვდიოდი უკან ჰოსტელში


თუმცა ამ რიქშებით მგზავრობა კი არის ნამდვილი ექსტრიმი

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili 988411_269934546502897_1834987758_n

ერთ საღამოს ჰოსტელისკენ მომავალს გზა გადაკეტილი დაგხვდა. ათასობით ქალი ზედ ქუჩაზე იჯდა, ზოგს პლედები მოეხვია და იწვა კიდეც. უკან პოლიციელები იდგნენ შეიარაღებულები და საკმაოდ მშვიდი სახით აკვირდებოდნენ მათ.
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_1482-horz
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_2897


როგორც შემდეგ ამ ქალებთან საუბრისას გავარკვიე, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პაკისტანელი ქალები აპროტესტებდნენ კონტრაქტის კაბალურ პირობებს. რაღაც უცნაური გრძნობა იყო იქ პაკისტანში ამ აქციის დანახვა, უეცრად საოცარი პატიცისცემით აღვივსე ამ ქალების მიმართ, თვიანთ უფლებებს რომ იცავენ ასე მდუმარედ და რა თქმა უნდა გულგრილად ვერ ჩავუარე.





ერთ დღესაც ჰოსტელის მენეჯერის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მე და ჩემი მეგობარი ჩინელი მაინც გავეშურეთ Track Market-ის და ფერადი მანქანებს სანახავად. "იქ პაშტუ ხალხი ცხოვრობს და არ არის უსაფრთხო ტურისტებისათვისო" -გვარწმუნებდა ეს კაცი.

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5333
კი მაშინებდა ჰოსტელის მენეჯერი, უცნაური ხალხი არის მანდო, მაგრამ არ დავუჯერე


Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5339

საბოლოოდ ერთ-ერთ მანქანაში აღმოვჩნდით გამოკეტილი მძევლად. ცოტა უცნაური გრძნობაა ერთი 5 კაცი რომ არის შეყუჟული დიდი მანქანის სალონში 20 წყვილი თვალი კი ქვემოდან მოგჩერებია.
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5306
თან ამ დროს ერთი ყმაწვილი ბასრ დანას ატრიალებს შენს ცხვირწინ, ბოლოს კი ამ დანით გათლილ ვაშლს გაწვდის მაზუთიანი ხელით.

მაგრამ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ღიმილმა აქაც მიშველა Smile

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5337

თუმცა ამ დღის მოვლენად ნამდვილად არის ეს მოხუცი მხატვარი. საიდანღაც რომ გამოძვრა, გაგვართრია გვერდით რათა თავისი მოხატული კედელი ეჩვენებინა. როცა დაინახა ფოტოს გადაღება მინდოდა, დიდი ქუდი მოიხადა და თითი მაღლა აწია, მე მგონი იმ წარწერის ციტირებას ახდენდა რაც ამ ფერად კედელზე ჰქონდა მიწერილი

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5427
ვფიქრობ ყველაზე იღბლიანი კადრია ამ მოგზაურობაში

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5634
ვიყავი Sufi Night-ზე, ყოველ ხუთშაბათს ღამით რომ იმართება და იქაურებისათვის ნამდვილი მოვლენაა. ჩემმა ძველმა მეგობარმა მუსიკოსებმა მიცნეს თავიანთ ფეხებთან გამინთავისუფლეს ადგილი, რა სიამაყით ვიჯექი ნეტავი გენახეთ - "მე ამათი მეგობარი ვარ!". ვიჯექი და ვუსმენდი ამ საოცარ მუსიკას, ვუცქერდი საოცარ ცეკვას და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მეც ვიჟღინთები ჰაშიშის კვალით, ტრანსში წასული ყმაწვილები, რომ აბოლებდნენ ჩემს ირგვლივ. ბოლოს ერთმა ასეთმა კანფეტებით სავსე ჯამი მაჩუქა, დღემდე ყრია შიგ პაკისტანური ტკბილეული..

პაკისტანს უდაოდ ყველაზე გემრიელი ქუჩის საჭმელი აქვს. სულ რაღაც ნახევარ დოლარად შეგიძლია იყიდო უგემრიელესი შაურმა, ან სულ რაღაც 2 დოლარად მთელი დღის საჭმელი შუკვეთო ჩემს საყვარელ ქუჩის რესტორანში. როგორ მომენატრა კეთილ ღიმილიანი მზარეული და მისი უგემრიელესი კერძები.
  Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5575
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili 1656031_267640373398981_1754634721_n
ამ ყველაფერში 4 დოლარი გადავიხადეთ 2-მა
აქ ყველას ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება. როცა მარტო დავბოდიალებდი ქუჩაში მაჩერებდნენ და ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ, მაგრამ საკმარისი იყო ვინმე ადგილობრივთან ერთად მომხვდარიყავი, რომ მას ნებართვას სთხოვდნენ ჩემთან ერთად გადაეღოთ ფოტო. ასეულობით ადამიანის საოჯახო ალბომში მოვხვდი ალბათ. Smile

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_0860
ჯერ ერთი მოვიდა ფოტოს გადაღების თხოვნით და სანამ ჩემმა გიდმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა, ასეთ 'გაუგებრობაში' გავიჩთე

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5875
დუბლი 2 

თუმცა ყველა ფოტოთაგან რაც აქ გადამიღია, ეს ყველაზე მეტად მიყვარს
Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5962
ამ ბავშვებმა მთელი ყურანი ზეპირად იციანო მითხრა, ჩემმა პაკისტანელმა გიდმა

# ანარკალი

-ანარკალი ნახე? - მეკითხება ერთი უცნაური მოხუცი, ჰოსტელში საუზმის დროს თავზე რომ წამომადგა და თავისთან სახლში რომ დამპატიჟა სტუმრად
- არა, ვყოფილვარ მანდ ჯერ..
-იქ ეხლა სანახავი ბევრი არაფერია, მარტო ბაზრობაა, მაგრამ ანარკალის ისტორია ხომ იცი? უნდა გაიარო იმ ქუჩებზე აუცილებლად...
- არა, არ ვიცი ეს ისტორია
..
ჰოდა, არ დაიზარა, გვერდით მომიჯდა და მომიყვა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ მოახდინა ამ ისტორიამ ასეთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე. რომანიტული გულისგამტეხავი ისტორიები არც ცხოვრებაში გვაკლია და არც წიგნ-ფილმებში, მაგრამ რატომღაც პაკისტანის ხსენებაზე იმ დღის შემდეგ ყოველთვის ანარკალი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ და ეს ქვეყანა ამ ქალის სახელთან ასოცირდება.
...
ის ერთი უბრალო მოცეკვავე იყო, რომელსაც ზეცამ განსაკუთრებული ნიჭი და სხვებისგან გამორჩეული გარეგნობა უბოძა. ერთხელაც ანარკალი ერთი გატუტუცებული და განებივრებული ბიჭის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე ცეკვავდა. ცეკვავდა ისე, რომ მის გარშემო ყველაფერს ალი ედებოდა ვნებისაგანო, ჰოდა ბიჭის ყურადღებაც მიუპყრია და როგორც ლეგენდები ამბობენ გულიც იმაზე წამს დაუპყრია. დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ეს გატუტუცებული ბიჭი უფლისწული სალიმი იყო  იმპერატორ აკბარის საამაყო ვაჟი (შემდეგში იმპერატორი ჯაჰანგირი), რომელთა სახელებსაც პაკისტანის სახელმწიფოობას უკავშირებენ დღემდე.

ჯაჰანგირსა და ანარკალის შორის ისეთი რომანი გაჩაღებულა, რომ ამაყ უფლისწულს გადაუწყვეტია მოცეკვავე ცოლად შეერთო. ეს რომ იმპერატორმა აკბარმა გაიგო, ისე განრისხებულა, რომ ქალი შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. ბევრი მცდელობის შემდეგ პრინცმა და მისმა მეგობრებმა შეძლეს ანარკალის ციხიდან განთავისუფლება. უფლისწულმა იცოდა, რომ იმპერატორი არასოდეს მისცემდა უფლებას თვისი ბედი მდაბიო ქალისათვის დაეკავშირებინა და საკუთარი ჯარით შეუტია იმპერატორის მრავალრიცხოვან არმიას. რა თქმა უნდა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და საკუთარი მამის ტყვეც აღმოჩნდა.
მამამ მარტივი არჩევანი შესთავაზა ტახტის მემკვიდრეს: ან ანარკალი გაეცა, ან სიკვდილით დასჯილიყო. და მაშინ როცა ამას არავინ არ მოელოდა გაზულუქებული და გატუტუცებული უფლისწულმა, მან სიკვდილით დასჯა ამჯობინა საყვარელი ქალის გაწირვას.

თუმცა, როცა ანარკალიმ გაიგო ეს ამბავი, მიაშურა იმპერატორის კარს და მუხლმოდრეკილი შეავედრა აკბარს თავისი სიცოცხლე უფლისწულის სანაცვლოდ. მე თუ მკითხავთ გაიძვერა იმპერატორმა ისედაც იცოდა რომ ასე მოხდებოდა და ქალი არ დაუშვებდა საყვარელი ადამინის სიყვდილს თავის სანაცვლოდ, ამიტომაც სიხარულით გაანთავისუფლა თავისი ვაჟი, ანარკალის სიკვდილით დასჯა კი ბრძანა. თუმცა ბოლო თხოვნა მაინც შეუსრულა ქალს და 1 ღამე აჩუქა საყვარელთან რომ გაეტარებინა.
ამბობენ, ჯერ კიდევ ღამე იყო და ჯაჰანგირსაც ტკბილად ეძინა თბილ საწოლში ანარკალი ჩუმად რომ გაიპარა სიკვდილის შესახვედრადო. იმასაც ამბობენ, აკბარი იმდენად იყო გამწარებული მოცეკვავეზე, რომ მისი ცოცხლად ციხის კედელში ჩაყოლება ბრძანაო. ამით თავისი ვაჟიც დასაჯა და მას საყვარლის საფლავზე მუხლის მოდრეკვის საშუალებაც კი წაართვაო.
...
ბევრი ვიარე უბანში სადაც ლეგენდის თანახმად ანარკალი ჩააყოლეს კედელს და დღემდეც მის სახელს ატარებს. ვეცადე დამეჭირა რაიმე ენერგია, თუმცა უშედეგოდ. მერე ერთმა პაკისტანელმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ ამბავს სხვა უფრო ბედნიერი დასასრულიც აქვსო. ზოგის ვერსიით აკბარმა ბოლოს მაინც ვერ გაიმეტა ანარკალი სასიკვდილოდ და სიცოცხლე შეუნარჩნა იმ პირობით, რომ სამუდამოდ გაეცლებოდა მის სამეფოს და უკან არასოდეს დაბრუნდებოდა და არც საყვარელს ნახავდაო. იმასაც ამბობენ ჯაჰანგირმა იხსნა ანარკალი ბოლო წამს სიკვდილისაგან და სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ერთად ცხოვრობდნენო.

თუმცა მე თუ მკითხავთ ამ სამი დასასრულთაგან ყველანი ერთნაირად სევდიანია. სევდიანია სიკვდილი სიყვარულისთვის, მასთან სამუდამოდ დაშორება, ან კიდევ სიცოცხლის ბოლომდე დამალული ყოფნა.


# რაღაც დასკვნის მაგვარი

შვებულების ბოლო საღამოს მეჩეთს მივაშურე ღამის ფოტოების გადასაღებად. შესასვლელში მკაცრმა დაცვამ შტატივი ჩამომართვა - არ შეიძლება ამის შეტანაო. ძალიან გავბრაზდი, შევედი მეჩეთის ეზოში და მიწაზე ფეხმორმულმა ვცადე ფოტოს გადაღება. ბევრი ვიწვალე სანამ ნორმალურ კადრს მივიღებდი, მერე უეცრად ავიხედე და ვიგრძენი...

საოცარი სანახავია ეს ადგილი, თითქმის ცარიელი და მდუმარე. ზიხარ მიწაზე ფეხმორთხმული და თითქოს სივრცე გეღვრება სულში. მერე რაღაცნაირად მშვიდდები, ფოტოს სულ ფეხზე იკიდებ და იწყებ სუნთქვას!

Pakistani Zindabad! by Teo Jioshvili IMG_5755
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum