Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Syria 2010 - (Part 0)

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours Syria 2010 - (Part 0)

Post by Simba Sun Feb 23, 2014 9:20 am

პირველად გეგმა მქონდა ძალიან მარტივი მივდივარ სტამბულში, ოჯახში ვიბარებ, რომ მივდივარ კონცერტზე მეგობრებთან ერთად. თავში კიდევ ვამუშავებ (პლან ბ-ს):
დღე პირველი: სტამბულში ჩასვლა, სასტუმროში დაბინავება, ფეხით სეირნობა, რამდენსაც შევძლებ;
დღე მეორე: დილით  ადრე მაჩკაზე სირიის საკონსულოს პოვნა, ვიზაზე განაცხადის შეტანა. შემდეგ სასტუმროში გაქცევა, ნატალის, ნაცის და ლენკასთან ერთად, ქალაქის მესამე ბოლოში U2-ს კონცერტზე მისასვლელი ავტობუსის პოვნა, კონცერტზე დასწრება;
დღე მესამე: აზრზე არა ვარ ამ დღეს რას ვაკეთებ, საკონსულოს პასუხის მიხედვით გზად მოვიფიქრებ რამეს;

ასეთი მომზადებული ჯერ არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. მოკლედ, ვიპოვე საკონსულო. სანამ გაიხსნებოდა, მაჩკაზე ვიყავი დილის სოკოსავით ამოსული. ჩემნაირები კიდევ სხვებიც აღმოჩნდნენ, ნუ მთლად ჩემნაირები არა, მაგალითად იყვნენ ცოლ ქმარი ავსტრიელები, რომლებიც ინდოეთში მიდიოდნენ სირიის გავლით, გაურკვეველი წარმოშობის ზანგები, კიდევ ერთი სიმპათიური კაცი, მე რომ კალამი მთხოვა სავიზო აპლიკაციის შესავსებად. 
შევავსე აპლიკაცია, თან არ იფიქროთ მოუმზადებელი ვარ, ბანკში აღებული სამსახურის ცნობა და ამონაწერი და 2 ფოტო სურათიც მაქვს, თან ხელში დიდი მოგზაურივით ჩემს პირველ Lonely Planet-ის მეგზური მიპყრია (ტიპა, შემომხედეთ, სხვა ვინმე არ გეგონოთ, მოგზაური ვარ). 
მივედი ქალთან, რომელიც საბუთებს იბარებდა, და.. ნურას უკაცრავადო, ჩვენ ვიზებს არ გავცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეო... კითხვაზე რა ვქნაო, ჯერ დაფიქრდა, შემდეგ ამხედა, ნელა ჩამომხედა და მითხრა, შეგიძლია საზღვარზე მიხვიდე და იქ სცადო ბედიო. მომცემენ თქო ვიზას ვეკითხები, თუ გაგიმართლებს მოგცემენ, თუმცა არა მგონიაო და "ნექსტ"-ო დაიყვირა...
დრო იმდენად მიჭერდა, კონცერტზე ვაგვიანებდი, არც მიფიქრია თუ რას ვიზამდი ხვალ. ბონო მელოდა და სირია მოიცდიდა 1 დღით.

კონცერტზე მოვხვდით, ტუალეტის რიგშიც 2 საათი ვიდექით, ბონომაც ხელის შეხების მანძილზე გაიგოგმანა ჩვენს წინ, საკოცნელად კი სხვა  გოგო აიყვანა ("მაგარი ბანძი"), კიდევ ვიღაც რუსებმა ალკოჰოლი დაგვალევინეს და გაგვათბეს, მოკლედ "გაასწორა". 

გათენდა, მეგობრებს ვეუბნები, რომ მივდივარ სირიაში, ბედს ვცდი, შემიშვებენ ჰო კარგი, თუ არა და რამეს იქვე მოვიფიქრებ, თუ რა ვქნა შემდეგ. სანამ ნაცდათო რამე რჩევის თქმას მოასწრებდა, მანამდე გავიქეცი, სირიელი მებაჟეებზე მეტად, მისი არაპოზიტიური პროგნოზის მეშნოდა და მეშინია დღემდე Smile (ნაცი, ბეზ აბიდ). წასვლამდე მე თვითონაც უკვე გადავქექე ინტერნეტი საზღვარზე ვიზის მიღების თაობაზე. პასუხი იყო ყველგან ერთნაირი, მარტო მოგზაურმა ახალგაზრდა, გაუთხოვარმა ქალმა და მით უმეტეს პოსტ საბჭოეთიდან, არ უნდა იოცნებოს ვიზის მიღებაზეო. მოკლედ, მთლად გულდამშვიდებულიც არ ვიყავი, მაგრამ...

სტამბულის ცენტრალური ავტოსადგური, იმაზე პატარა აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა, შეიძლება ეხლა მახსოვს ეგრე პატარად, მაგრამ მაშინ დაახლოებით ასე იყო: ვდგევარ ამ უზარმაზარ წრეში და ირგვლივ კომპანიის ოფისები აჭრელებული იყო ათასგვარი მიმართულებებით. მე ერთი მინდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არცერთი თავისუფალი ადგილი ალეპოს მიმართულებით. დამავიწყდა მეთქვა რომ სექტემბრის 7-ია, ანუ რამადანი ბოლო დღეებს ითვლის და ყველა მუსულმანი უკვე ემზადება ფესტივალის ოჯახებში აღნიშვნისათვის, რაც ნიშნავს რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის ტრანსპორტი გადაჭედილ-გადაძეძგილია. აი მაშინ ავნერვიულდი. ისე შემოვირბინე ყველა ოფისი და დავბრუნდი საწყის ადგილზე, რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელმოცარული ვარ....

მერე, ჯანდაბაში გავუშვი ეს უაზრო ცრურწმენები, შევედი ოფისში, ნომრით 13, გამყიდველმა ეჭვის თავლით ამომხედა, ვიღაცას ანიშნა, იმან გევრდით გამიყვანა, სადღაც სხვა ოფისში შემიყვანა და ჰმ, გაგიმართლაო, ბოლო ბილეთიაო. ბოლო!..

უკვე ღამდებოდა, გამცილებელმა ჩემი ბარგი რომ საბარგულში შეაგდო, "ჰალებ"? მკითხა, კი თქო, გვერდით მეორე მგზავრმა, გაოცებით ამომხედა უზარმნაზარი ცისფერი თვალებით, არ დაიჯერა ალბათ, ან ვინმე გიჟად ჩამთვალა, ან"პატიოსან" ქალად. არ მადარდებდა არაფერი, ბილეთი მაქვს და მივდივარ. რაღაც მაინც გავაკეთე, ჰო ვიცი, დიდი არაფერი, მაგრამ მაშინ ეს ჩემთის დიდი ნაბიჯი იყო. თუმცა გაურკვეველია რა მიმართულებით...
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum