Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Randomly Satellites

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours Randomly Satellites

Post by Simba Sun Feb 23, 2014 8:50 am

ვნერვიულობ სამხრეთ სუდანზე. უფრო სწორედ ერთ ფრანგ გოგონაზე  უგანდაში ენტებეს აეროპორტში რომ შევხვდი ტანზანიისკენ მიმავალი. თვითმფრინავის მომლოდინეებს შორის მხოლოდ ორი თეთრკანიანი მანდილოსანი, უფრო სწორედ, ბეკპეიკერებივით გამოწყობილები ვიყავით და ერთმანეთი მაშინვე შევამჩნიეთ. მერე დარ ეს სალამის აეროპორტშიც ვიზის მისაღებადაც ერთად ვიდექით რიგში და ბრაზიან მებაჟეებაც რიგ რიგობით ვუღიმოდით.

როცა გავიგე რომ არც სასტუმრო ჰქონდა დაჯავშნული და არც აზრზე არ იყო ის  1 დღე რა გაეკეთებინა ქალაქში, ჯერ წიგნი ვათხოვე და სასტუმრო ამოვარჩევინე, მერე რჩევა-დარიგეგები მივეცი (მე ხომ იქ  მეორედ ვიყავი და უკვე მქონდა გამოცდილება აქაურ ყალთაბანდებთან) და ბოლოს როცა ისიც აღმოვაჩნე, რომ ჩვენს სასტუმროს რომელიც ყველაზე 5 ვარსკვლავიანი იყი ქალაქში 4 ადამიანის დასახვედრად 2 მანქანა გამოეშვა (რა პაკაზუხობაა..), ჰოდა არც დავფიქრებულვარ უფროსს ვთხოვე გავიყოლოთ ეს გოგონა ქალაქამდე, სხვა თუ არაფერი დარ ეს სალამისნაირი ცუდი რეპუტაცია მთელს აღმოსავლეთა ფრიკაში ცოტა ქალაქს აქვს თქო. ნამდვილად ვიცი, რომ იმ მომენტში აშკარად არ ვიყავი 'საუკეთესო' თანამშრომელი, ისიც ვიცი, რომ უკვე თავქარიან და ქარაფშუტა გოგოდ შემრაცხეს რაფტინგის ისტორიის გამო, მაგრამ როცა ვხედავ ქალაქში გზააბნეულ ზურგჩანთა აკიდებულ მოგზაურს, მით უმეტეს ქალს, ყოველთვის მიჩნდება დახმარების სურვილი. პირადად მეც ხომ, სწორედ ასეთი უცხო ადამიანების დახმარების იმედად ვბოდიალობ აქამდე...

ჩემს კოლეგებზე მეტად კლემენტინას გაუკვირდა როცა აეროპორტის ტაქსების გაჩერებაზე დავედევნე აწითლებულ-აქოშინებული, წამოდი წაგიყვან თქო. 100-ჯერ მკითხა, ამის გამო სამსახურში პრობლემები ხომ არ შეგექმნებაო, იმედია არა მეთქი... ქალაქისკენ მიმავალ გზაზე კი მომიყვა, რომ თურმე სამხრეთ სუდანში ლტოლვილთა ბანკში მუშაობდა, რომ ეს  მისი პირველი შვებულება იყო და 'ჩემი სიკეთე' კი პირველი რაც უცხო ადამიანისგან დაინახა დიდი ხნის მანძლზე..

დიდი ხნის ძიების მერე ჩემს Lonely Planet-ში ნახსენე ჰოსტელსაც მივაგენით სასტუმროს მძღოლის ბუზღუნის თანხლებით. მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც გზა გამრუდებული დაგვიანებით მივედი სასტუმროში.

დღეს ძალიან მინდა რომ კლემენტინა მშვიდობით იყოს. მისნაირი გოგონები ცოტა შემხვედრია, არა და ბევრნი უნდა იყვნენ გოგონები, რომლებიც პარიზს გაცვლიან სამხრეთ სუდანის ლტოლვილთა ბანაკზე, რომლებიც აკეთებენ რაღაცას, მართლა მნიშვნელოვანს, ისეთს, წლების შემდეგ რომ გაიხსენებ სიამაყით.

მე რა, მე უბრალოდ ქარაფშუტა წითელთმიანი მაწანწალა ვარ მათ ფონზე...
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum