"Tantsi Abnimantsi"
Page 1 of 1 • Share
"Tantsi Abnimantsi"
დღეს ერთ-ერთ პეროვის ბარში შეხეტებულებს ტრადიციული ქართული სურათი დაგხვდა, გოგოები ცეკვავენ, ქართველი ბიჭები უცქერენ. ერთადერთი კაცი ვინც ცეკვავდა, 60-წელს საპენსიო ასაკის უცხოელი იქნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა უცხოელების ჯგუფი შემოლაგდა, მაგათ კი იცოცხლე, მოილხინეს.
უბრალოდ რა მინდა ვთქვა, თითქოს დრო გადის, ევროპას ვუახლოვდებით, ელემენტარულ წვრიოლმანებში კი მაინც აზიელებივით ვმსჯელობთ. პრინციში რუკას თუ დახედავ, იქ ვართ და რა ვქნათ...
უბრალოდ, ამ ყველაფრის შემყურეს გამახსენდა მაროკოში, ფეზში გადამხდარი ამბები, უფრო სწორად ამ ამბების თანმხვედრი "უმნიშვნელო" ფრაგმენტები.
ფეზში სასტუმროს პატრონმა, მე და ერთი ამერიკელი ერთ საღამოს დასალევად დაგვპატიჟა. დალევა ზოგადად მაროკოში აკრძალულია, ქუჩაში თუ ლუდის ბოთლით დაგინახეს, ციხე არ აგცდება (ნუ, ციხე თუ არა, პოლიციის განყოფილებაში გასეირნება მაინც). სასმელი რომ გაყიდოს, დაწესებულებას სპეციალური ლიცენზიის მოპოვება და რა თქმა უნდა მთავრობიის წრეებში კარგი ნაცნობ-პატრონები სჭირდება. ჰოდა, ეხლა ამას დისკოც დაუმატეთ და მიხვდებით რა რიგ "განსაკუთრებულ" ადგილას წაგვიყვანა ამ ყმაწვილმა.
ყმაწვილი, ყმაწვილად, ეს სხვა ისტორიაა. უბრალოდ, რაც იმ საღამოსგან დამამახსოვრდა, იყვნენ მაროკოელი გოგონები. შუა კლუბში საცეკვაო ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე მაროკოელი გოგონა ცეკვავდა. კლუბურად იყვნენ გამოწყობილები. ისეთი არაფერი, მოკლე კაბა, მოშიშვლებული ადგილები, მკვეთრი მაკიაჟი, მომღიმარი სახე.
ჰოდა ცეკვავდნენ ეს გოგონები მარტო. ირგვილ მაგიდებზე, სავარაუდოდ ფეზის "გაჩითული" მამაკაცები მოკლათებულიყვნენ, მაგრამ ცეკვით ნურას უკაცრავად, არავინ ცეკვავდა. მაშინ ამ სიტუაციამ ე.წ. "სოფლის დისკოთეკა" გამახსენა, აი ჩემს ბავშვობაში რომ იმართებოდა გურიაში. გოგონები ვცეკვავდით, ბიჭები გარშემო "ჩაცუცქულები" გვიცქერდნენ. დღევანდელმა სიტუაციამ კი პირიქით, ფეზი გამახსენა.
მსგავსება იყო და არის.
ეხლა მე მეტყვით, არ დადიხარ სხვა კლუბებში თბილისში და არ იცი რა ხდებაო, მაგრამ აქ თუ მხოლოდ კლუბში ცეკვის თემა დაინახეთ, მაშინ კი ბატონო.
თუმცა, მე უბრალოდ იმ წვრილმან მენტალურ მსგავსებებზე მინდოდა მეთქვა, რაც ჯერ კიდევ სახეზეა ქართველ და მაპატიეთ, მაგრამ არაბ კაცებს შორის.

Simba- Monstars
-
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
|
|
Mon Apr 22, 2024 11:23 am by Joshuaadam
» Aloha Planner - Note-Taker
Thu Apr 11, 2024 4:52 pm by ali001
» Streaming Guide Film TV Series
Tue Apr 09, 2024 9:39 pm by ali001
» Apricot Tree Problems & Solutions ????|خوبانی کے پھل کو کیڑا لگنےسے بچانے کا طریقہ ????
Sun Apr 07, 2024 6:28 am by Zamaan Khan
» خوبانی کے پودے کی کاشت گرم علاقوں میں کرنی چاہیے یا نہی
Sun Apr 07, 2024 6:24 am by Zamaan Khan
» New Here
Sun Apr 07, 2024 6:15 am by Zamaan Khan
» Bajta Hua Sochoon Main Koi Saaz Na Aaye Naat
Sun Apr 07, 2024 6:14 am by Zamaan Khan
» Woh Pagal Si Episode 52 to 62 - Top Pakistani Drama
Sun Apr 07, 2024 6:06 am by Zamaan Khan
» Woh Pagal Si Episode 42 to 51 - Top Pakistani Drama
Sat Apr 06, 2024 4:50 pm by Ch. Ehtisham Gujjar