On the Roof of Africa or How (not) to climb Mt Kilimanjaro
Page 1 of 1 • Share
On the Roof of Africa or How (not) to climb Mt Kilimanjaro
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებებია, თუ როგორ ვისხედით ოზურგეთში ზამთარში შეშის ღუმელთან პატარა მაგიდის ირგვლივ სუფრაზე მე ბაბუა და ბაბუას ძმა. ისინი ბაბაუას დაწურულ ღვინოს წრუპავდნენ და მე კი თავიანთი ახლაგაზრდობის ამბებს მიამბობდნენ. ძირითადად ეს ბაბუას გიჟური თავგადასავლები იყო, რომელსაც თავისი ფილოსოფიის პროფესორი ძმა მე-3 პირში მიყვებოდა, ბაბუა ხანდახან ეწინააღმდეგებოდა, "მაიცა კაცო, ეს მასე არ იყო!" და თავის ვერსიას ყვებოდა, გარეთ კიდევ დიდი ფიფქებით ბარდნიდა თოვლი....
საერთოდ ბაბუას ხშირად უყვარდა შვილიშვილებისთვის ათასი ისტორიების მოყოლა, ხანდახან რაღაცაებს წერდა კიდეც. როცა გავიზარდე და დამჯერი ხუთოსანი გოგოდან გიჟ მოგზაურად გადავიქეცი, მივხვდი რომ ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად სწორედ ბაბუას დავემსგავსე. ალბათ ოდესმე მეც მასავთ მოვუყვები ჩემს ისტორიებს შვილიშვილებს, ჩემი და კი გზადაგზა გამაწყვეტინებს თხრობას და თავის ემოციებს ჩააქსოვს, თუ როგორ ინერვიულა როცა მე სადღაც აფრიკაში, თუ აზიაში ვიყავი.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბლოგს ვწერ, ჯერ მეგობრებისათვის გასაზიარებლად და იმიტომ რომ დეტალები არ დამავიწდეს.
...... კილიმანჯაროს დალაშქვრის იდეა მას შემდეგ ამეკვიატა, რაც შარშან ზანზიბარიდან ნაირობიში მიმავალმა დარ ეს სალამის აეროპორტში ორი ახალგაზრდა გავიცანი ეხლახანს რომ ჩამოვიდნენ მთიდან და ისეთი აღტაცებულები და დამუხტულები იყვენ ემოციებით, რომ მეც გადმომდეს. მერე ჩემმა თვითმფრინავმა სწორედ კილიმანჯაროს გადაუფრინა თავზე და როცა აი ამ ფოტოს ვუღებდი მწვერვალს, ჩემს თავს დავპირდი - აქ აუცილებლად დავბრუნდები მეთქი.
ჰოდა დავბრუნდი კიდეც. Adventure is anything that puts us outside of comfort zone -ო ამბობს კორი, თავის ინსპაირინგ ვიდეოში წასვლამდე რომ დავაშეარე. ყველამ იცის ჩემი სიყვარული ამ ადამიანის, მისი თავგადასავლებისა თუ ფოტოების მიმართ. მე თვითონაც სულ იმას ვამტკიცებ და გავიძახი Adventure without risk is Disneyland -მეთქი, მაგრამ რაღაც მომენტში კინაღამ წავიღე ჩემი სიტყვები უკან (მხოლოდ მომენტში).
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ, რომელსაც მთაზე უნდ ავეყვანე ადგილობრივი ტანზანიურ ლოკალურ კომპნიას მიმაბარა, რომლებმაც შეთანხმებული დილის 8 საათის ნაცვლად 12:30-ზე მომაკითხეს ჰოსტელში ისიც მრავალჯერ განცორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. არც ისე კარგი დასაწყისია დღის და ტრეკინგის ღმერთმანი.
მოდის წარმომადგენელი სახელად ჯონსონი. ვეკითხები ჯგუფი არის? ამდენი ხანი რომ დააგვიანე სად არიან? (წინასწარ ვიყავი შეთანხმებული რომ სხვა მოგზაურების ჯგუფთან ერთად უნდა ავსულიყავი მთაზე). მეუბნება, ნუ ნერვიულობ გეიტთან გელოდებიან 5-ნი არიან რუსები და გერმანელებიო. ცოტათი დავმშვიდდი, მაგრამ მაშინვე ავღელდი, როცა მაჩამეს გეიტთან მისულმა აღმოვაჩინე რომ იქ მსგავსი ჯგუფი არ არის. ნუ ნერვიულობო, მამშვიდებს ეს ურცხვი ჯონსონი, ისინი უკვე წავიდნენ და გაუყვნენ ბილიკს და შენ მათ პირველ ბანაკში შეხვდებიო. კი მეეჭვა, გიდი ჩემთან არის და ვის გაყვნენ ეს ტურისტები თქო. მაგრამ ეს ჯონსონი დედას იფიცებს, არ ვიტყუებიო და მეც რა გზა მაქვს.
გიდზე დამავიწყდა მეთქვა, მიკრო ავტობუსშუ ჩემს გვერდით იჯდა და გაუთავებლად ლუდს წრუპავდა, მთვრალი გიდი კილიმანჯაროზე!
ამასობაში კოკისპირულმა წვიმამაც დაუშვა. მაჩამეს გეიტი არის ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, პირველი ბანაკი კი 3000 მეტრზე. გზად უნდა აიარო უზარმაზარი უღრანი ტყე. ჩემი მთვრალი გიდი რომელიც ფეხზე ძვლივს დგას მომიტრიალდა და მეუბნება: "გზას ხედავ? გაუყევი ბილიკს და მე წამოგეწევი".. მდაა..
გავუყევი, გვერდით მომყვება პორტერი სახელად ოსმანი, ჩემი ჩანთა რომ ადევს თავზე და Pole, Pole - Slowly, Sloowly -ის მეტი არაფერი არ გაეგება ინგლისურად.
ავუყევი ატალახებულ ბილიკს კოკისპირულ წვიმაში. სადრაც ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, რომ აშკარად უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, ვარჯიში რომ არ დავიწყე კილიმანჯაროსთვის. არა და ყველა ხომ წერს თავის ბლოგზე მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა დაიწყოთ ინტენსიური ფიზიკური მომზადებაო, მე კიდევ 3-ჯერ იოგაზე მისვლისა და 2-ჯერ ჯიქიაზე არბენა-ჩამორბენის შემდეგ ჩვათვალე, რომკარგ ფორმაში ვარ. დურა ნუ!
მივდივარ პოლე-პოლე... გული უკვე ყელში მებჯინება. ფოტოაპარატი ჩანთაში შევინახე ისე წვიმს დასველდება. ვგრძნობ რომ ჩემი ნაქები წყალგამძლე ბათინკები ნელ-ნელა იჟღინთება წყლით, საწვიმარი გინდ მქონია გინდ არა... საბოლოო ჯამში სადღაც 4 საათიანი სიარულის შემდეგ თავით-ფეხებამდე სველი ვარ.
ავაღწიე ბანაკამდე. კილიმანჯაროს ყველა ბანაკში არის ერთი ფიცრული ადმინისტრაციის ქოხი სადაც ყველა ტურისტი და გიდი დიდ დავთარში რეგისტრაციას გადის და ხელს აწერს და ირგვლივ არე-მარე კი გადაჭედილია უამრავი კარავით. ყოველ მოგზაურთა ჯგუფს თან ახლავს გიდი (მინიმუმ 1), მზარეული და პორტერები, რომლებსაც მოაქვთ დიდი ჩანთები, საკვები და კარვები. ასე რომ თითეული ჯგუფი შესაძლებელია 4-5 კარვისგან შედგებოდეს.
ვდგევარ მარტო, გაწუწული, უკვე ღამდება და ვცდილობ გამოვიცნო რომელია ჩემი კარავი. ჩემი პორტერი სადღაც გაუჩინარდა, ლოთი გიდი კი ჯერ კიდევ მობანცალებს და არ სჩანს.
ბოლოს ვიპოვე ჩემი პორტერი, რომელმაც სიამაყით მიმითითა ერთ დაფლეთილ და გაუბედურებულ კარავზე, ეს არის შენი და შედიო. შევედი.. კარავის ძირი სულ სველია, ზემოდან წყალი ჩამოდის! ჩემი ჩანთა იქვე ერთ მხარეს აგდია, საძილე და პარალონი მეორეს. საძილე სველია! ჩანთას მივვარდი და ისტერიულად ვყრი ტანსაცმელებს იქედან. ყველაფერი სველია! ჩემი გამოსაცვლელი შარვალიც, ფლისიც, თერმო შავალიც! ერთადერთი რაც დასველებას გადაურჩა ორმაგ პარკში მოთავსებული თბილი წინდები და მაისურებია..
ლამისაა ტირილი დავიწყო, რომ კარავში ჩემი პორტერი ბრუნდება ჯამში ჩასხმული წვნიანით და Eat! მეუბნება. ვცდილობ ავუხსნა, რომ საჭმელს შევჭამ მას შემდეგ რაც ჩემი ჯგუფის სხვა წევრებს ვნახავ და მათთან ერთად. მაგრამ ვერაფერს ვაგებინებ! მერე მიდის და ვიღაც მოჰყავს ვისაც ინგლისური ესმის. ჰოდა ეს ბიჭი მეცნობა როგორც გიდი და მეუბნება, იცი დაიკო, აქ არავითარი ჯგუფი არ არის, ხარ შენ და შენი გიდი გუდლაკი მხოლოდო.
შოკი, არ არის ის სიტყვა რაც მაშინ დამემართა. ვცდილობ ავუხსნა ამ ტიპს, რომ აქ რაღაც შეცდომაა, რომ მე ჯგუფთან ერთად მაქვს დაჯავშნული ეს მოგზაურობა და არა მარტო.
დარწმუნებული ვარ შენ გეშლებაო, მიმტკიცებს ეს ტიპი. წეღან გუდლაკმა დამირეკა და მითხრა ერთი ტურისტი მყავს და შეიძლება თქვენს ჯგუფს შევუერთდეო (ანუ მზარეული და სხვა პორტერები გავიყოთო). ვეკითხები თუ შეიძლება მისი ტურისტების ჯგუფს შევუერთდე, რაზეც ცივ უარს ვიღებ..
რაღაც მომენტში მობილური იჭერს და ვურეკავ იმ ჯონსონს. ვეკითხები, სად არის დაპირებული ჯგუფი, რომელზეც აგერ რამოდენიმე სააათის წინ მარწმუნებდა არისო. პასუხად ყურმილიდან მესმის ხარხარი: "But you are traveling alone. I'm sure will be Ok!". არა წარმოგიდგენიათ? ცხოვრებაში ასე გაცოფებული ვინმეს სიურცხვით არ ვყოფილვარ. ყურმილს ვკიდებ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა.
ამასობაში ჩემი მთვრალი გიდიც მობრძანდა. ეხლა ამას ვუხსნი მთელი 2 საათი რომ შეცდომას აქვს ადგილი. რომ მე ჯგუფთან მქონდა დაჯავშნული და არანაირად არ მინდოდა კილიმანჯაროზე მარტო ასვლა. კი, მართალია მე მარტო ვმოგზაურობ, მაგრამ არანაირი სულვილი არ მაქვს 1 კვირა მარტომ ვიძრომიალო მთაზე მათ კომპანიაში. როგორც ჩანს არ სჯერა ჩემი, ან სჯერა მაგრამ ჰკიდია. მარტო მოგზაურობის დროს ხშირად ვყოფილვარ რთულ სიტუაციებში, ისეთებშიც ძარღვებში რომ სისხლი გამყინვია ადრენალინისა და საფრთხის შეგრძნების გამო, მაგრამ არასოდეს ასე ცუდად და უმწეოდ თავი არ მიგრძვნია როგორც მაშინ. ისიც კი არ ვიცი რა ვქნა. ავიკიდო ზურგჩანთა და დავბრუნდე უკან? და ვედავო შემდეგ ტურისტულს? თუ გავაგრძელო გზა ამ საეჭვო ტიპებთან ერთად? გარეთ უკვე უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა და ისევ კოკისპირულად წვიმს, ჩემი კარავი კი ისეთი ძველია, რომ თავზე მაწვიმს..
...... "გინდოდა შვილო თავგადასავალი და straggle -აი მიიღე კიდეც! Pushing boundaries-ო რომ ამბობს კორი მე მგონი დამებედა. არ ვიცი სადამდე მეყოფა ან ენერგია ან ჯანმრთელობა" - ამონარიდი ჩემი დღიურიდან (08.10.2014, ზღვის დონიდან 3 770 მ).
ვზივარ ჩემს გიდთან და სხვა გამურულ პორტერებთან ერთად მათ საერთო კარავში, სადაც შუაში კერასინკის ბალონი დაუდგამთ და ზედ საჭმელს ამზადებენ.
არ ჩანს მაგრამ ის ქუდიანი ტიპი ბოსტნეულს ჭრის საჭმლისათვის |
გარეთ ნისლი და წვიმაა, ჩემი კარავიც გაყინულია, მუხლებზე შარვალი მაქვს გადადებული რომ რამენაირად იქნებ გაშრეს. თავი ჩარგული მაქვს და ვწერ. ვწერ ღია ბარათებს მეგობრებს და ვჩხაპნი დრიურში. ჩემს თავს ვუმეორებ: "Keep Calm Teo! It's just another experience!", ვამხნევებ ისე როგორც არასოდეს გამიმხნევებია. ვეუბნები რომ მას ყველაფერი შეუძლია, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოს და ნაბიჯი-ნაბიჯზე გადადგას წინ... ვახსენებ ჩემს თავს თუ რატომ გადავწყვიტე ეხლა კილიმანჯაროზე წამოსვლა. რომ მე მჭირდებობა ეს ფიზიკური სირთულეები და ახალი გამოწვევები და თუ ეხლა ამას გავლახავ "მერე აღარაფერი აღარ მომკლავს"...
.... მესამე დილით ადრე კარვიდან გამომძვრალს ეს ხედი მხვდება და ვშეშდები. როცა ასეთ რამეს უყურებ, წამით ყველა სირთულე სადღაც უჩნარდება, რჩებით მარტო შენ და ბუნება და სუნთქავ ისე როგორც აქამდე არ გისუნთქავს.
"იფიქრე იმაზე, რომ ეხლა სხვა ჯგუფები უკვე მწვერვალზე არიან და თავიანთ წარმატებას ზეიმობენ!" - მეუბნება ერთი გერმანელი გვერდით კარვიდან. მასაც საკუთარი მეთოდი აქვს თავის გასამხნევებლად.
წვიმამ როგორც იქნა გადაიღო. ჩემს პატარა ზურგჩანთაზე ჯერ კიდევ სველ ტანსაცმელს ვკიდებ, მხარზე ვიგდებ და ბილიკს ვაწვები. ჩემმა გიდმა ისევ მითხრა, გაუყევი და წამოგეწევიო. როგორც იქნა ჩემი ფოტო აპარატი ჩანთიდან ამოვიღე და ეხლა გულთან მიკიდია, ტყვიასავით მძიმეა, მაგრამ ჩემი ერთადერთი მეგობარია ამ ტრიპში.
გზად იმ სამ გერმანელს წამოვეწიე, რომელთან ერთადაც ბანაკს ვიყოფ, მაგრამ სასტიკად მაქვს აკრძალული მათთან კონტაქტი და საჭმლის ერთად ჭამა ( შეაწუხებო გამომიცხადა იმათამა გიდმა, გაგიჟება შეიძლება!). ვუყვები ჩემს ისტორიას და შემოთავაზებას ვიღებ გზა მათთან ერთად გავაგრძელო.
- Have you climbed any mountain before? - No... I've never been above 2000 m before.. - Are you Crazy?! - Hmm.. People say that too.. |
ამასობაში ჩემი გიდი წამომეწია. ცდილობს დამიყოლიოს რომ ხვალ 2 ბანაკი ერთ დღეში გავიაროთ და მე-6 დღის ნაცვლად მე-5 დღეს ავიდე მწვერვალზე! ჩემდა ბედად ეს საუბარი ერთმა ხანში შესულმა გერმანელმა მოისმინა გვერდით რომ მოაბიჯებდა და კატეგორიულად გამაფრთხილა არ დათანხმდე, ვერ ააღწევ მწვერვალამდე, არ გეყოფა არც აკლიმატიზაცია და არც ენერგიაო.
რა თქმა უნდა დავუჯერე, მაგრამ ჩემი გიდი მანამ არ მომეშვა, სანამ არ ვუთხრი გულის პრობლემა მაქვს და შეიძლება ხელში ჩაგაკვდე, თავი დამანებე თქო. თუმცა როგორც სჩანს არ დაიჯერა და მე-2 დღეს კატეგორიულად ამიკრძალა იმ გერმანელებთან ერთად გავყოლიდი ბილიკს.
....არ მეგონა, თუ ჩემი ნაკვთები ოდესმე ჩეულ ფორმას დაიბრუნებდნენ |
"დღე მე-4. ჩემი სახე 3-ჯერ უფრო დიდია. ცხვირზე სათვალე აღარ მეტევა ისეა გასიებული. თვალები აღარ მიჩანს. არც კი მახსოვს ოდესმე ასე ცუდად თუ გამოვიყურებოდი ცხოვრებაში. დღეს აშკარად ენერგია შემომაკლდა. უფრო მეტი ტკბილი უნდა ვჭამო, მართალია ჩემი გიდი.. ჩემი კარავი გინდ ყოფილა გინდ არა, ყოველი მხრიდან მიბერავს... არა მაინც რა საშინელებაა, როცა ცხვირის მოხოცვაც კი ვერ ახერხებ, რა ჯანდაბისათვის დაგავიწყდა მზის დამცავი კრემის წასმა თათია?!" - ამონარიდი ჩემი დღიურიდან.
ჩემი სულის კვეთება სადღაც უჩინარდება. ან როგორ არ გაუჩინარდება, როცა სარკეში იყურები და იქედან კი ასეთი არსება გიმზერს. ენერგიაც გამომეცალა. სულ უფრო მეტად მიჭირს ხოლმე სიარული, რაღაც ძალიან დავმძიმდი. სწორედ ამ დროს საკუთარ თავსაც ვუწერ ღია ბარათს. აღვწერ როგორ ვარ და ვაფრთხილებ, როცა პრობლემები შემომაწვება და წუწუნს დავიწყებ - ამოვიღო ეს ღია ბარათი, წავიკთხო და აზრზე მოვიდე (ველოდები როდის მომიტანს ფოსტალიონი )
ჩემი კარავი, ჩემი ტკივილია. იმისათვის რომ ქარისაგან არ წაიქცეს, ჩემმა პორტერმა ირგვლივ ქვები შემოუწყო. თუ დაიჯერებთ, იმასაც გეტყვით, რომ ალაგ-ალაგ ნახვრეტები თან წაღებული ნემსით და ძაფით დავაგრე.
ამ ჭკვიანებმა სადღაც მე-3 დღეს მოიფიქრეს თავზე ცელოფანი გადეფარებინათ, ღამით წვიმის წყალი რომ არ ჩამომსვლოდა ისევ
ზღვის დონიდან 4000 მ-ზე ისე მიბერავს ყოველი მხრიდან, რომ მიკვირს როგორ გავცივდი. ან შეიძლება იმის წყალობით გადავურჩი ანთებას, ყოველ საღამოს ჩაის ნაცვლად ნიმესილს რომ ვსვამდი თავის დაზღვევის მიზნით, შემდეგ კი თბილად ვეხვეოდი ჩემს ორმაგ საძლეში მე-3 დღეს, რომ გავაშრე წვალებით.
ჩემდა გასაკვირად, რაღაც მომენტში ვაფიქსირებ რომ ლოცვას მოვუხშირე. საოცარია, არასოდეს არ დამიფიქსირებია მსგავსი რამ. არ გამომდის და არ ვარ ზოგადად არც რელიგიური და არც მორწმუნე ადამიანი, მაგრამ იქ სადღაც მთაში მარტოდმარტო ვაღიარებ რომ მომენტებში გჭირდება ადამიანს ვიღაც, რაღაც მაღლა ზეცაში და შიგ გულში, რომ ელაპარაკო... სხვანაირად საშინლად მარტო და უმწეო ხარ... ვაფიქსირებ, ვლოცულობ იმაზე რომ იყოს მზიანი ამინდი. რომ არ გავხდე ავად და არ დამეწყოს სიმაღლის ავადმყოფობა როგორც სხვებს, რომ მეყოს ენერგია ნაბიჯი - ნაბიჯზე გადავდგა და არ დავეცე სულით...
"ასეთ მომენტებში ხვდები რა არის ბედნიერებისათვის საკმარისიო" - ამბობს დომენიკი, გვერდით კარავიდან რომ გამოძვრა ერთ-ერთ დილით და თავისი სველი ტანსაცმლის გაშრობას ცდილობდა. "აი მაგალითად, ეხლა ჩემთვის სრულებით საკმარია მშრალი ფეხსაცმელი და ცხელი ჩაი და მსოფლიოში უბედნიერესი კაცი ვიქნებიო"...
მივხვდი, რომ ასეთ დროს იწყებ გადაფასებას. აფასებ ყველაფერს, პირველ რიგში კი სირთულეებს რაც მანამდე გზად შეგხვედრია. ის პრობლემები რაზეც ქვემოთ ნერვებს იწყვიტავ, ისეთი უმნიშვნელო და არარაობა ჩანს იქ ზემოთ სიმაღლეზე, რომ გრცხვენია - რაზე ვდარდობდიო.
აფასებ იმას, იმას თუ რეალურად რა არის მართლაც საჭირო, რომ თავი უკეთ იგრძნო. აი ჩემთვის მზე, კარგი ამინდი და მშრალი ტანსაცმელი საკმარისი იყო ხასიათის გამოსაკეთებლად.
როცა არც ინტერნეტ გაქვს და არც ტელეფონი, იმასაც ხვდები თუ ვინ გენატრება და გაკლია ყველაზე მეტად, რომ გაგამხნევოს... ვისთვის მოგინდა რომ გაგეზიარებინა შენი ამბები და მერე უეცრად შენი ვრცელი ნაცნობ-მეგობრების წრე ისე ვიწროვდება, რომ სახტად რჩები...
ისევ კარვიდან გამომძვრალი გადავაწყდი ასეთ მზის ჩასვლას |
"დღეს დიდი დღეა. ღამით მწვერვალზე ვიწყებთ ასვლას. არ ვიცი რას როგორ მოვახერხებ. სახე ისევ 3-ჯერ დიდი მაქვს... ძალიან მეშინია ისევ სუნთქვის პრობლემები არ დამეწყოს" - (11.10.2014 , 4600 მ ზღვის დონიდან).
არც მიკვირს, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი. დილიდან სუნთქვა მიჭირდა ისე, როგორც ამ ზაფხულში მჭირდა - ჩასუნთქვა მავიწყდება და უჰაერობისგან თითქოს ვიხრჩობი. გიდმა მითხრა ეცადე დაიძინო 11 საათამდე 12-ზე გავდივართო, მაგრამ, ეს შეუძლებელია როცა შენს კარავს ქარი ისე ეხეთქება გული გისკდება შენთან ერთად არ გადააფრინოს კლდიდან.
ეს ვიდეო მხოლოდ იმიტომ გადავიღე, რომ ტურისტულს გავუგზავნო და ვკითხო, როგორ შეიძლება ვინმე 4600 მ-ზე ასეთ პირობებში იყოს
ვუყურებდი ამ მთას ბოლო ბანაკიდან და არ მჯეროდა, რომ ღამით ამ მწვერვალზე ასვლა უნდა დამეწყო |
......
შუა ღამისას ასვლას ვიწყებთ. მაცვია 3 შარვილი და 4 ზედა ლეიერი. ძვლივს ვმოძრაობ, მაგრამ სამაგიეროდ არ მცივა და ეს კარგია. ცოტა ტერფები მეყინება და სახე - კი მაქვს შემოხვეული ჩემი თბილი შარფი და 2 ქუდიც მახურავს, მაგრამ მაინც უმოწყალოდ მსუსხავს მთის ქარი.
უცნაური სანახავია უკუნეთ სიბნელეში კილიმანჯაროს მწვერვალისკენ მიმავალი ჯგუფები. მაღაროელებს ვგავართ თავზე დამაგრებული სანათებით.
პოლე-პოლე, იმეორებს ჩემი გიდი. მე კიდევ გაუჩერებლად ვესაუბრები ისევ ჩემს თავს: "ნაბიჯი-ნაბიჯზე თათია! ნაბიჯი-ნაბიჯზე!"
დღემდე არ მჯერა როგორ ავაღწიე. ჩემი გიდი წინა დღით მეუბნებოდა კარგ ფორმაში ხარო. არა და საოცარია, ცხოვრებაში არასოდეს არ ვყოფილვარ 2000 მ-ზე მაღლა, არც ამდენი არ მივლია არცერთ ლაშქრობაში ერთად, არც ფიზიკურად მოვმზადებულვარ წამოსვლამდე და მთელი ზაფხული კი დაბალი წნევითა და სუნთქვის უკმარისობებით ვიტანჯებოდი... მით უმეტეს არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ სტრესულ სიტუაციაში.
მაგრამ როცა მწვერვალზე ხარ და როცა უყურებ როგორ ამოდის მზე ჰორიზონტზე,
როგორ იფერება ყველაფერი საოცარი ფერებით
გული ლამისაა ამოგივარდეს, თვალებიდან ცრემლები კი რატომღაც თავისით მოგდის და უცებ ძალიან ამაყი ხდები. ამაყობ, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ ეს მაინც მოახერხე.
I'm on the Roof of Africa! - მაგარი გრძნობაა |
ხალხი იქ დროშებით იღებდა სურათებს, მე კიდევ ჩემი გურული ნაბეღლავი წავიღე, ასე სულ მარტო არ ვიყავი |
....
დილის 10 საათზე უკვე ბანაკში ვარ, ჩანთა ჩალაგებულია და მე და ჩემი გიდი დაშვებას ვიწყებთ. წესით კიდევ 1 ღამე უნდა დავრჩე, მაგრამ ამათთან ერთად და ამ დაფლეთილ კარავში გაჩერებას ვარჩიე სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას..
2 საათის თავდაღმართში სიარულის მერე მივხვდი რომ ნამდვილად ზედმეტი მომივიდა. წარმოუდგენლად სულელური გადაწყვეტილებაა დაეშვა მთიდან ბარში 1 დღეში, მაშინ როცა სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ 5895 მეტრზე იყავი. ცოტა ხანში მუხლებმა ისე დაიტყო ტკივილი ყოველი ნაბიჯისი გადაგმა ქვემოთ სიმწრის ცრემლს მადენს.
ჩემი იდიოტი გიდი გარბის წინ და მე ასე მვსდევ უკან |
ჩამოვიარეთ ალპური უდაბნო, ჯუჯა ხეების ზონაც და ეხლა ისევ უღარ ტყეში მოვაბიჯებთ. გიდი მარწმუნებს გეიტთან მალე მივალთო. იქ მანქანა გველოდება და სასტუმრომდე გაგიყვანო (ისე მამადლის, თითქოს ჩემს მიერ გადახდილ ფულში არ შედიოდეს!)...
და ამ დროს ჩემმა პატივცემული გიდი მეკითხება, ბედნიერი ხარ რომ ყველაფერი კარგად დასრულდაო? მეც ვარწმუნებ ძალიან ბედნიერი ვარ მეთქი. მაშინ მადლობა უნდა გადამიხადოო. ვერ ვხვდები რას გულისხმობს და მიკონკრეტებს - "მადლობის სხვანაირად გადახდა უნდა, რომ ჩემი მიცემული ტიპი არ არ არის მისთვის საკმარისი, რომ სასმელზე მეპატიჟება და მერე ვნახოთო!" ....
უკვე მე-5 საათია მოვდივართ და ამ ტყეს ბოლო არ უჩანს. ბილიკზე კაცისშვილის ჭაჭანება არ არის. ყველა ჯგუფი 2 დღეს ანდომებს ჩამოსვლას და ჩემსავით არავინ გამოქცეულა. ვეკითხები როდის მივალთ გეიტთან, 20 წუთშიო, არა და უკვე 40 წუთია მოვდივართ და გეიტი კი არ ჩანს და ეს კიდევ ჩემგან პასუხს ელოდება "ხომ გადავუხდი მადლობას?!"...
ასეთ ადგილას რომ მოაბიჟებ და ეს შავტუხა "გეჩალიჩება" :/ |
ამ დროს ბედად ფეხი ქვას წამოვკარი და ცერი ისე მეტკვინა ტკივილისგან ტირილი დავიწყე და ხმამაღლა ქართული კურთხება (არასოდეს არ შემიგინებია არა და). მოვდივარ კოჭლობით და ვცდილობ რაც შეიძლება ისტერიული შეხედულება მქონდეს და ამ იდიოტის ხმა გადავფარო... რაღაც მომენტში ვაღიარებ, ეხლა ასე ფეხნატკენს, ძალა გამოცლილს რომ მწვდეს ეს გორილა რა უნდა ვქნა? არა, თავს რამენაირად დავიცავ, ბოლო ბოლო, ჩემი ფოტო აპარატი რომ ჩავარტყა მინიმუმ თავს გავუტეხ, მაგრამ მოწმეც არ მყავს რომ მერე ვამტკიცო ეს თავდაცვა იყო თქო. ჩემს წივილ-კივილსაც ვერავინ ვერ გაიგებს ამ უღრან ტყეში...
ამ და კიდევ უამრავ საშინელ ფიქრებით ჩამოვაღწიე გეიტამდე. მანქანა რა თქმა უნდა არ არის! იქვე პარკის ადმინისტრაციის შენობაა, მივვარდი ვიღაც კაცს მანქანაში რომ ჯდებობა, ეტყობა იქ მუშაობს და სახეშეშლეილი ვევედრები ქალაქამდე გამოგყვებით მეთქი. სამწუხაროდ ადგილი არ მაქვსო მომიბოდიშა, მაგრამ ეტყობა ისეთი სასოწარკვეთილი სახე მქონდა, მეორე მანქანა გამოაყვანინა და პარკის მუშაკს გამომაყოლა ქალაქამდე.
ჩემი გიდი ისე დავტოვე, არც დავმშვიდობებივარ............
ხშირად ვამბობ იღბლიანი ვარ მეთქი და მიმართლებს მოგზაურობებისას. მაგრამ ამ მოგზაურობაშ ჩემმა იღბალმა აშკარად ზურგი მაქცია და უკან მოუხედავად მიმატოვა. როცა მთიდან ჩამოსული ჩემს ისტორიას ვუზიარებდი შემხვედრებს იმ შვიდმა რუსმა ბიჭმაც და ამერიკელმა გოგომაც ერთი და იგივე მითხრეს: შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ყოფილხარო... "at least now you know that you are bloody strong and that you can achieve so much in your life, just because of you without any other person. Travelling is opening the mind for one's own strength as we go to our limits. What do people know about themselves if they never get close to their limits?"- მომწერა ერთმა გიჟმა ფოტოგრაფმა გერმანიიდან, უკვე მერამდენე წელია დისტანციურად რომ ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ტრიპების ისტორიებს.
ბევრ რამეს მივხვდი ამ მოგზაურობაში. დავრწმუნდი იმაში, ჩემი ჩვეული დაბნეულობა-გაფანტულობა ყველაზე კრიტიკულ მომენტში სადღაც ქრება. ვაღიარე ისიც, რომ მე ჩემი თავი არ მიყვარს და სათანადოდ არ ვუფრთხილდები და ვზოგავ, რომ ამ მხრივ სამუშაო მაქვს აშკარად. კიდევ აღმოვაჩინე ისიც, რომ ხანდახან როცა გამოუვალ სიტუაციაში ხარ, ქალური ისტერიკა-ტირილი ერთადერთია, რამაც შეიძლება მართლა გადაგარჩინოს.
ალბათ წლების მერე მეც ბაბუაჩემივით დავჯდები და მოვუყვები შვილიშვილებს რა თავქარიანი ვიყავი ახალგაზრდობაში: "Hey, anyone climbs Kili but who can tell his grandchildren the stories of fucked-up tents and how you made it anyhow? Looking back on the Kili experience, you won't repeat it but a much more interesting adventure, isn't it?" (იმედია არ მიწყენს მისი ციტატები რომ გამოვაჭენე საქვეყნოდ).
და მართლაც, ძნელია არ დაეთანხმო. რომ არა ყველა ეს სირთულე ერთად, ვინ იცის იქნებოდა კი ეს ლაშქრობა ასეთი "საამაყო" დღეს პირადად ჩემთვის? რამდენი ხანია არ მქონია სწორედ ასეთი - "მე ეს შევძელი!" - გრძნობა..
პ.ს. აი ეს სიტყვები დავიბედე წასვლის წინ და გასაკვირი აღარ არის, რომ ის მივიღე რაც მინდოდა, უფრო სწორად რაც მართლა მჭირდებობა
More Detail: http://traveler-red-head.blogspot.com/2014/10/on-roof-of-africa-or-how-not-to-climb.html#more
More Detail: http://traveler-red-head.blogspot.com/2014/10/on-roof-of-africa-or-how-not-to-climb.html#more
Simba- Monstars
-
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Similar topics
» Three killed in Gujranwala roof collapse incident
» Budget deficit to climb over Rs1 trn
» Roof collapse traps people at Dutch football stadium: Police
» Out of Africa
» Favorite country in Africa
» Budget deficit to climb over Rs1 trn
» Roof collapse traps people at Dutch football stadium: Police
» Out of Africa
» Favorite country in Africa
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
Thu Nov 21, 2024 6:50 pm by ali001
» AMERICA EARNS! - Gift Card App
Mon Nov 18, 2024 11:07 am by ali001
» Kanba - Manage your Tasks
Thu Nov 14, 2024 12:21 pm by ali001
» Hemangiom'App
Tue Nov 05, 2024 11:25 am by ali001
» MindfulMe - Mental Health App
Mon Nov 04, 2024 10:50 am by ali001
» Learn Candlestick Patterns
Tue Oct 15, 2024 5:51 am by ali001
» Woh Pagal Si Episode 52 to 62 - Top Pakistani Drama
Sat Sep 21, 2024 6:26 pm by Mir Emmad Ali Khan Domki
» Nearu - share your socials
Sat Sep 21, 2024 1:12 pm by ali001
» Nightclub Tycoon: Idle Empire
Thu Sep 19, 2024 9:16 pm by ali001