Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Insurance

View previous topic View next topic Go down

GMT - 5 Hours Insurance

Post by Simba Sun Feb 23, 2014 9:23 am

ერთი რამ მაინტერესებს, ყველანი იღებთ სამოგზაურო დაზღვევას უცხო ქვეყანაში გამგზავრებისას?

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს დავფიქრდი ამ თემაზე და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2-ჯერ მაქვს აღებული სამოგზაურო დაზღვევა. პირველად ჩეხეთის ვიზისათვის, მეორედ მაროკოს ვიზისათვის. სხვა შემთხვევაში, ანუ ყველაზე თავზეხელაღებულ ტრიპებში კი არც მომსვლია თავში აზრად მათი აღება. მართლა, არც გამხსენებია (!!!).

ნუ ეხლა, მაროკოსთვის რომ ავიღე ნუ იტყვით, ძალიან დამშვიდებული წავედი. სანამ წავიდოდი, რამოდენიმე დღით ადრე მარაკეშის მთავარ ტურისტულ მოედანზე ალქაიდამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე ააფეთქა და 16 ტურისტი იმქვეყნად გაისტუმრა( ამ კაფეს წინ იყო ჩემი დაჯავშნული სასტუმრო). ვრეკავ ამ სადაზღვევოში და ასე მითხრეს, ტერორიზმის, ომების, მიტინგების, ან რაიმე მსგავსი შემთხვევებით მიყენებულ დაზიანებებს არ ვანაზღაურებთო... ჰოდა რა გასაკვირია, რომ როცა ჩემს ბოლო მოგზაურობას ვგეგმავდი, არც გამხსენია ჩვენს "მეგობარ" BCI-თვის მიმერთა.

როგორ მოვიარე, რაები გადამხდა თავს, ეგ სხვა თემაა და ერთ ნოუთში რას ჩავატევ (ერთხელაც ალბათ წიგნს დავწერ). აქ უბრალოდ დაზღვევის საჭიროებაზე ვფიქრობ. პეტრაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი წითელი ნოკია დავკარგე. ვეძებე, ვერ ვიპოვე, რას ვიზამდი, ავდექი და 16 დირჰამად იქვე ტელეფონის "ბუტკაში" ფანრიანი ნოკია ვიყიდე (მშვენივრად მუშაობს და თან სუვენირია Smile ).

ეს ამბავი, ჩემს ინგლისელ უფროსს მეგობარს მივწერე. ეს ქალი ვერ დავადგინე რას საქმიანობდა, ჩემსავით საეჭვო ქვეყნებში მოგზაურობს, ერთმანეთს დამასკოში შევხვდით და იორდანიაში ერთად წამოვედით, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. შამსიმ დამამშვიდა, ეგ არაფერია, მიმართე შენს სადაზღვევო კომპანიას და აგინაზღაურებენ დანაკარგსო. როგორ ვთქვა, მაგრამ შემრცხვა მიმეწერა მისთვის, რომ დაზღვევა არ მქონდა, რაც ყველაზე სამარცხვინოა, არც მომაფიქრდა საერთოდ... ისედაც ყველა დამცინოდა, ყველაზე ცუდი რისკ ანალიტიკოსი ხარ, ამ დროს აქ თუ ხარო.

ჰოდა გავჩუმდი და დავფიქრდი-შემდეგში დაზღვევა ავიღო, თუ საერთოდ პროფესია შევიცვალო?
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum