Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

These guys do not like

View previous topic View next topic Go down

GMT - 6 Hours These guys do not like

Post by Simba Sun Feb 23, 2014 7:52 am

ერთხელ ერთმა მეგობარმა ბიჭმა მითხრა: "თეო, ბიჭებს არ უყვართ გოგონები, რომლებიც სირიაში მარტო მიდიან და უკან მშვიდობით ბრუნდებიან". მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ სიტყვებზე, ეტყობა აშკარად მომხვდა გულზე.. არა, სულაც არ მადარდებდა არც მაშინ და არც ეხლა ჩემზე ისეთი ბიჭების აზრი, რომლებსაც ეგეთი "თეო" არ მოსწონთ. მე იმაზე დავფიქრდი თუ თავად მე რა მიყვარს, ან არ მიყვარს. შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა ბევრი დავწერე, რეალურად კი ეს სულ მცირე ნაგლეჯია. მოკლედ ვისაც არ დაგეზარებათ წაკითხვა, იმედია იმ კითხვაზე გავცემ პასუხს, თუ რატომ მიყვარს ასე "ჩემებურად" ხეტიალი. ჰო, პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: 


მიყვარს, როდესაც მოგზაურობისათვის საჭირო ნივთების სიას ვადგენ;
არ მიყვარს, როდესაც საჭირო ნივთებს ფასებს მივუწერ და ბიუჯეტის ციფრი არ მომწონს;
მიყვარს, როდესაც მარშუტს ვადგენ, რუკებს ვბეჭდავ, სასტუმროებს,ჰოსტელებს დავეძებ;
არ მიყვარს, სასტუმროებისაგან მეილის მოლოდინი და გაურკვევლობა, ან როცა ბილეთის ფული ჯერ არ მაქვს და მეშინია ხელფასის ჩარიცხვამდე ვიღაცამ არ ამწაპნოს შეთვალიერებული იაფი ბილეთი;
მიყვარს, როდესაც მოგზაურობამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი;
არ მიყვარს, როდესაც მორიგ მოგზაურობამდე დარჩენილ თვეებს ვითვლი;
მიყვარს ჩემი ზურგჩანთა და მისი ჩალაგების პროცესი;
არ მიყვარს, როდესაც ყველა ნივთი/ტანსაცმელი ბინის იატაკზეა მიმოფანტული, სანამ თავიანთ ადგილს იპოვნიან ზურგჩანთის ჯიბეებში;
მიყვარს, როდესაც პასპორტს მებაჟეს ვაწვდი და ისიც მორიგ საეჭვო შტამპს არტყამს შიგ;
არ მიყვარს, როდესაც მორიგი გონებაშეზღუდული და ეჭვიანი მებაჟე დიდხანს ატრიალებს ხოლმე ჩემს პასპორტს და გაუთავებელი კითხვებით სცდილობს ჩემი მოგზაურობის „ნამდვილი მიზეზის“ დადგენას;
მიყვარს ჰოსტელები, თავისებური მუხტითა და ბევრი უცნაური ხალხით;
ვერ ვიტან საერთო სააბაზანოებსა და ტუალეტებს;
მიყვარს, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადასახეტებლად ჩანთას ვალაგებ;
არ მიყვარს, როდესაც ავტობუსი გამასწრებს ხოლმე და სრულიად უცხო გარემოში და ხალხში ვიკარგები;
მიყვარს აღმოსავლეთის ავტოსადგურები, ხმაურით, ქაოსით, უცნაური გამცილებლების (ხანხან ცისფერთვალებიანებით) და ის მიყვარს, რომ ამ ქაოსში რატომღაც აღარ ვიკარგები;
არ მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალაში გახვევისას შიშისგან გული და მუცელი მეკუმშება, თუმცა ისიც მიყვარს, რომ ამ დროს რატომღაც აღარ ვიბნევი;
მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალას გადარჩენილი გულში გავკივივარ "მე ეს შევძელი!"; 
არ მიყვარს, როდესაც მშობლები შეშინებულ-შეწუხებული ხმით მირეკავენ ხოლმე და მათ კითხვებზე: "სად მიდიხარ?! სად ხარ?! როგორ ხარ?!" ტყუილით ვპასუხობ;
მიყვარს, როდესაც ავტობუსის, მატარებლის ფანჯრიდან ფერადი პეიზაჟები სწრაფი კადრებით ცვლის ერთმანეთს, ავტობუსში ძილიც მიყვარს ძალიან;
არ მიყვარს, როდესაც 5, 10, 20 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩემი ზურგი აუტანელად იწყებს ტკივილს;
მიყვარს ახალ ქალაქში ჩასვლის სიხარული;
არ მიყვარს, როდესაც მორიგ ქალაქში ჩასული გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ ზურგჩანთა აკიდებული  სასტუმროს დავეძებ 40 გრადუსიან სიცხეში;
მიყვარს, როდესაც გული სიხარულით მეკუმშება იმ მორიგი ძეგლის ნახვისას, რისთვისაც ეს დიდი გზა გავიარე;
მიყვარს, როდესაც რეალობა მოლოდინს აჭარბებს;
მიყვარს ჩემი ფოტოაპარატი, მიყვარს როდესაც მორიგ ფოტოს ვიღებ, მისი ჩხაკუნის ხმა მიყვარს;
არ მიყვარს, როდესაც ჩემი გადაღებული კადრი არ მომწონს;
ბაზრობებში ხეტიალი მიყვარს, ბაცაცა გამყიდველებთან ვაჭრობა და ის, რომ "ლამაზი თვალების" გამო ფასს მიკლებენ;
არ მიყვარს, როდესაც ფასში მატყუებენ;
უამრავი უსარგებლო, უცნაური სუვენირის ყიდვა, შეგროვება მიყვარს;
არ მიყვარს, როდესაც ჩემი ზურგჩანთა ამ უსარგებლო ნივთების გამო ტყვიასავით მძიმდება; 
მარტო მოგზაურობა მიყვარს;
არ მიყვარს, როდესაც მოგზაურობისას მარტო ვარ;
მიყვარს, ჰოსტელში, ქუჩაში, ან ტურისტულ ადგილებში გაცნობილი სხვა ჩემნაირი "მაწანწალები" და მათთან ერთად წანწალი უცნაურ ადგილებში და უცნაური თავგადასავ-ხათაბალაში გახვევა;
მიყვარს სხვა მოგზაურების თავგადასავლების მოსმენა და ის გრძნობა, როდესაც ეს ხალხი მაოცებს;
უფრო მეტად კი ის მიყვარს, როდესაც მე ვაოცებ მათ;
არ მიყვარს, როდესაც ჩემს "გაშიფვრას" ცდილობენ და არ სჯერად რომ მართლა გიჟი გურული ვარ;
არ მიყვარს, როდესაც ახალ გაცნობილი მეგობარი მეორე დღეს თავის გზაზე მიდის;
არ მიყვარს, როდესაც მე მივდივარ ჩემს გზაზე;
მიყვარს როდესაც სხვა ქალაქში ჩასულს, წინა ქალაქში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი შემხვდება;
მიყვარს როცა ეს ადამიანი შემდეგი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიზიარებს და ღია ბარათებს მიგზავნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან;
უფრო მეტად მიყვარს, როდესაც ეს ადამიანი კიდევ სხვა ადამიანს ხვდება, რომელიც შენ კიდევ სხვაგან გაიცანი და ა.შ. დაუსრულებლად;
ყველაზე მეტად კი ის მიყვარს, როცა ერთ ქვეყანაში გაცნობილი ადამიანი, სულ სხვა ქვეყანაში და სრულიად სხვა მოგზაურობაში მხვდება. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები თუ რა ვიწრო და პატარაა რეალურად ეს ჩვენი მსოფლიო!;

საშინლად არ მიყვარს სახლში დაბრუნება და ის სიცარიელის გრძნობა, როცა ისევ გზა, უდაბნო და ავტოსადგურებში ძილი მენატრება;
თუმცა, ჩემი ბალიში მიყვარს ძალიან!;

[You must be registered and logged in to see this image.]
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 39
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum