Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Egypt, as I like to

View previous topic View next topic Go down

GMT - 6 Hours Egypt, as I like to

Post by Simba Sun Oct 19, 2014 8:35 am

წელს მთელი ზაფხული თბილისში გავატარე და სულ შავი შურით ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრების მიერ გამოფენილ ფოტოებს. ზოგიერთმა მათგანმა ფარაონების მიწასაც მიაშურა და მათი ფოტოების შემყურეს მომინდა ადრე დაწერილი პოსტი ამომექექა და გადამეწერა თავიდან.

ყოველი მოგზაურობა ასოცირდება რაიმესთან, ჩემი ეგვიპტური დღეები კი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც The Sunset-Sunrise Trip. მართლაც, აქამდე არსად იმდენი მზის ამოსვლა ჩავსლას არ შევსწრებივარ, რამდენსაც ეგვიპტეში და დღესაც თითქმის 2 წლის თავზე სულ მათბობს ამ ზამთრის მზიანი დღეების მოგონებები.


 მზე, ქაირო და რევოლუცია


Egypt, as I like to 8273831901_45a93bba27_bქაიროს ჩამავალ მზეს ტაქსის ფანჯრიდან მოვკარი თვალი, აეროპორტიდან Downtown-ში რომ მოვყავდი. შავტუხა მძღოლს დიდხანს ვეკამათე ფასზე, 100 ეგვიპტური ფუნტიდან 50-ზე შევთანხმდით ($Cool და შემდეგ კი საბოლოოდ კი მის მიერ დაბრუნებული ხურდა ის დაკლებული 50 ფუნტი იქვე ჰოსტელის ძიებისას სადღაც ქუჩაში დავკარგე, ახია ჩემზე!.

დილით ადრე მუზეუმში მივდივარ, თუმცა ნამდვილად არ ვარ მათი მოყვარული, ეხლაც ძალიან მომბეზრდა მარტო ხეტიალი და ის იყო გასვლას ვაპირებდი, რომ ერთ მხიარულ და 3 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე გიდს თვალში მოვუხვდი, კეთილად გამიღიმა და თავის ჯგუფთან შეერთება შემომთავაზა "რაღაც ძალიან მოწყენილი ხარ შენ მარტოო". გზადაგზა უამრავი მხირალური ხუმრობებით გაგვართო და ბოლოს თანხაც კი არ გამომართვა (აი ასეთი ეგვიპტელებიც არსებობენ).

Egypt, as I like to 8274896226_274e35721c_b

ცოტა ხანში იქვე თაჰრირის მოედანის ცენტრში ვდგევარ და იქედან ვაცილებ მზეს. ირგვლივ უამრავი ათასი დემონსტანტია შეკრებილი. "აი იქ ალჯაზირას ოფისი დაწვეს" -მეუბნება ერთი საეჭვო ტიპი და ხელს იშვერს გამომწვარი ფანჯრებისკენ, "შენ რომელ ტელე არხზე მუშაობ?'" და თან გამომცდელ მზერას არ მაშორებს. "მე ტურისტი ვარ"- ვპასუხობ ცივად და ასევე ცივსისხლიანად ვაგრძელებ ფოტოების გადაღებას.

Egypt, as I like to 8274892904_70cec331c4_o


Egypt, as I like to 8274894284_57d78d1fc7_o

აბეზარი მაინც არ მეშვება, მაგრამ ამ უაზრო და მომაბეზრებელ საუბარში თავისდა უნებურად გამოსადეგი რჩევაც მომცა: "როცა წუილის ხმას გაიგონებ, პირზე აიფარე, და სასწრაფოდ გაეცალე იქაურობას, ე.ი. მომწამლავი გაზი გაუშვეს!" 

რამოდენიმე საათში უკვე ქაიროს ცეტრალურ მატარებლის სადგურის ბაქანზე ვარ და მოთმინებით ველოდები ლუქსორისაკენ მიმავალ ღამის მატარებელს მტვერსა და აურზაურში. 



მზე, ლუქსორი და ველოსიპედი



ლუქსორის მზეს ჯერ კიდევ მატარებლის ფანჯრიდან მივესალმე. ჩემ გვერდით ერთი სანდომიანი ლიტერატურის პროფესორი დგას. ჩილედან არის, 6 თვე ევროპაში იმოგზაურა, შემდეგ თურქეთში და ეხლა ჩემთან ერთად შეჰყურებს მზის ამოსვლას მატარებლის ფანჯრიდან. დილა უკვე ლუქსორში გავაგრძელეთ, არაბული ყავის სმით, იქაური ღირსშესანიშნაობების დათვალიერებითა და საინტერესო საუბრებით ღმერთზე, რელიგიაზე, მოგზაურობაზე და კულტურულ განსხვავებულობებზე. მიყვარს ასეთი ადამიანები, რატომღაც ასე 1 საათის გაცნობილ უცნობს უფრო თავისუფლად ვესაუბრები ამ თემებზე, ვიდრე უმეტეს ჩემს ახლობელსა თუ მეგობარს.

დამშვიდობებისას რჩევაც მივეცი, თუ როგორ მოეარა ლუქსორის West Bank და მკვდართა ქალაქი. "ველოსიპედებს აქირავებენ ნილოსის მეორე მხარეს"-ვეუბნები წიგნიდან ამოკითხულ ინფორმაციას. მეპატიჟება, რომ მასთან ერთად გავაგრძელო დღე, მაგრამ ზრდილობიანად ვუბოდიშებ, "მეგობარს უნდა შევხვდე" - მიზეზით. 

...


-"ველოსიპედის ტარება იცი?" - მეკითხება იმავე საღამოს ჩემი შვეიცარიელი მეგობარი ირანში რომ გავიცანი წინა მოგზაურობის დროს და ეხლაც ერთმანეთს გადაეკვეთა ჩვენი გზები.


-"ვიცი. მაგრამ დიდი ხანია პრაქტიკა არ მქონია.." რა თქმა უნდა არ ვაკონკრეტებ, რომ "პრაქტიკა არ მქონია" ნიშნავს ველოსიპედზე პირველად სულ რაღაც ერთი კვირის დავჯექი და ისიც პედლები ძვლივს დავატრიალე.

მეორე დილით 7 საათზე მივადექით ველოსიპედების გაქირავების ჯიხურს, ჩვენი სასტუმროდან 20 მეტრში რომ იყო გზის პირას. ავარჩიე ჩემთვის ლურჯი ველოსიპედი და ჰოი სირცხვილო, დაჯდომის შემდეგ ზუსტად 1 საათი ვერ დავატრიალე პედლები, მუხლები ამიკანკლდა ნერვიულობისაგან. ბოლოს და ბოლოს მეგობარსაც მობეზრდა ეს გაუგებრობა და გაუყვა ტრასას - შვეიცარიელი ნუ! მაშინ კი ვიკადრე და  გავედევნე.


მთლიანობაში ლუქსორის ვესტ ბანკი 12 მილია. სანამ უდაბნოში გახვალ, უნდა გაიარო მცირე სოფელი. მივდივარ რის ვაი ვაგლახით, წინ ხალხი ირევა, ბავშვები სკოლებში მიდიან. საჭეს ისე ვარ ჩაფრენილი, რომ სიმწრისაგან ყველა ნერვი დამებერა, ცივ ოფლში ვიწურები. ის ის იყო წინ შემხვედრი ლიანდაგი მშვიდობით გადავიარე, რომ ბრახ! გზაზე თავისათვის პატიოსნად მიმავალ არაბს დავეჯახე. სიჩქარეში დაბნეულობით და კიდევ იმის გამო რომ ველოსიპედს წინა-უკანა მუხრუჭები არეული ჰქონდა არასწორად დავამუხრუჭე. გადავფრინდი წაქცეულ არაბსაც და ჩემი ველოსიპედიც ზემოდან დამეცა. ავიტყავე მუხლი, იდაყვი, შარვალიც გავხიე.  

გადაირია მეგობარი. მაგრამ სანამ რაიმე საყვედურის თქმას მოასწრებდა სწრაფად წამოვდექი, ჩანთიდან პერეკისის ხსნარი ამოვიგე, მოვიწმინდე იარები, სანტავიკები გადავიკარი და გავუღიმე: "მე მზად ვარ!" სიტყვებით.


იმ დღეს კიდევ რამოდენიმეჯერ გადავვარდი ტრასიდან, ხან ბუჩქებში, ხანაც გაჩერებულ მანქანას შევეჯახე თავისთვის რომ იდგა ტროტუართან, იმის გამო რომ ისევ ვერ დავამუხრუჟე დროულად. ეხლაც ჩამესმის ჩემი მეგობრის განწირული კივილი: "Teo! Use the brakes! It's very dangerous! Use the damn brakes, please!"
დღემდე, როცა მორიგ სისულელეს ჩავდივარ და გაურკვეველი მიმართულებით მივექანები აწყვეტილი, ჩემს თავს ენდის ტემბრით ვუმეორებ -"Use the brakes, Teo!" და თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან მშველის კიდეც.

მეორე დღეს მზეს დავასწარით გაღვიძება და ჰაჩეფსუტის ტაძართან დავხვდით, შემდეგ კი ტუტანხამონის სამარხასაც ვეწვიეთ, ჯამში სადღაც 20 კმ გავიარეთ. ჩემდა გასახარად მხოლოდ 2-ჯერ ავყირავდი.


Egypt, as I like to 8273841631_67c13f887f_o
ეგვიპტეში ძეგლები უნდა მოინახულო მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას, აბსოლიტურად სულ სხვა ფერებია
მე-3 დღეს ენდის უკვე ნერვებმა უმტყუნა. მე დავიღალე მზის დევნითო თავი იმართლა, (მზის კი არა ჩემი დევნით დაიღალა, ხომ ვიცი არა) ჰოდა ძილი არჩია მეფეთა ველზე მზის ამოსვლის შეგებებას. თუმც, ჩემი აზრით ბევრი რამ დაკარგა. სულ შავი შურით აივსო, როცა ნიშნის მოგებით ვათვალიერებინებდი ფოტოებს მოგვიანებით.


Egypt, as I like to 8274899908_16cbdc4fe7_b

Egypt, as I like to 8273837753_67720b1529_o
Egypt, as I like to 8274942436_78704cd043_o
აი აქ ვიარე 

ჰაერში გასეირნებიდან სასტუმროში დაბრუნებულმა უკვე მარტო  გამოვიყვანე ველოსიპედი და გავეშურე იმ ტაძრების სანახავად რაც წინა დღეებში ვერ მოვასწარით. მთელი უდაბნო მოვიარე მარტოდ-მარტომ და რაგინდ საოცარი უნდა იყოს, არცერთი ინცდენტი არ გადამხდენია. 

მართალია ტრასაზე დიდი ავტობუსები, მინიბუსები თუ ტაქსები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ყურებში აიპოდის ყურსასმენები მქონდა გარჭობილი და მივქროდი გამთბარი და ბედნიერი. და დღემდე როცა სიმღერა Stand by Me მესმის, სულ ისევ უდაბნო, მზე და ჩემი ლურჯი ველოსიპედი მახსენდება.


Egypt, as I like to Egypt%2B2012%2B%281187%29%2B-%2BCopy




აბუ სიმბელი

ჯერ კიდევ ასვანში ვიყავით, როცა ჩვენს მიერ ამოჩემებულ ერთ ვიწრო თევზის რესტორანში გვერდით მაგიდასთან მჯდომი სანდომიანი არაბი გამოგეცნაურა. აინტერესებდა ვინები ვიყავით და საითკენ გვქონდა გეზი. როცა გაიგო აბუ სიმბელში მივდიოდით, მეგობრული რჩევა მოგვცა: "თვითმფრინავში მარცხენა მხარეს დაჯექით და დაფღენისას აბუ სიმბელის ტაძარს ზემოდან დაინახავთო". 

Egypt, as I like to 8275002802_c55dbc72d1_b
მართალი იყო ის კაცი
თუ ოდესმე ეგვიპტეში იმოგზაურებთ, აუცილებლად უნდა ნახოთ აბუ სიმბელი. თუმცა გირჩევთ ტრადიციულად მანდ ავტობუსით არ წახვიდეთ, არამედ ჩაფრინდეთ და მინიმუმ 1 ღამე მაინც დარჩეთ. საოცარი სანახაობაა ეს ადგილი ოქროს საათებში და ღამით. 


Egypt, as I like to Egypt%2B2012%2B%282542%29%2B-%2BCopy
მეგობარი ვერ მიმიხვდა, თუ რატომ მიხარია ამ "სულელური" ბოთლით ფოტოების გადაღება Smile

Egypt, as I like to 8275001578_e408ed7faa_o


-"სად გაიცანით ერთმანეთი?"- გვეკითხებიან ერთობლივი მოგზაურობის ბოლო დღეს საუზმეზე მაგიდასთან შემოკრებილი 2 ამერიკელი პენსიონერი ქალი და ერთიც ინგლისელი ვეტერანი ჟურნალისტი, თავის დროზე BBC-ის კორესპონდენტი რომ იყო ახლო აღმოსავლეთში;
-"თეირანში!" - ვპასუხობთ ერთხმად და ვუყურებ როგორ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ისტორიის მოსმენის შემდეგ კი ერთხმად აღმოხდათ: "რა რომანტიულია!" 

ენდის ვუყურებ, აშკარად ეტყობა რომ ერთობა ამ საყვარელი მოხუცების რეაქციითა და სრულებითაც არ ადარდებს ასე უსინდისოდ რომ იტყუება. შემდეგ გვაყრიან კითხვებს, ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ისიც უკვირთ, თუ რატომ ვცხოვრობთ სხვადასხვა ნომრებში: "ეს საქართველოდან არის, ტრადიციული ქვეყანაა" - განუმარტავს შვეიცარიელებისათვის ჩვეული ცივსისხლიანობით.  
"კი მაგრამ, შენც ხომ ატყუებ ბაზარში გამყიდველებს, თითქოს ორივენი სტუდენტები ვართ საქართველოდან?!" - თავი იმართლა, როცა ვუსაყვედურე. 


...

იმავე დღეს მეგობარს ასვანში ვემშვიდობები. და მაშინ როცა ის ჭრელი ხალხის ტალღაში უგზო უკვლოდ გაუჩნარდა, თავი ყველაზე მარტოდ ვიგრძენი მთელი ჩემი მარტოდ მოგზაურობების მანძილზე. 


Egypt, as I like to Awan
თუმცა მარტოობაში ყოველთვის კარგ ფოტოებს ვიღებ

"არასოდეს არ იცი დანამდვილებით, თუ როდის შეხვდები ადამიანს ხელმეორედ" - მეუბნება ჩემივე ტექსტს და ბერძნულ ღვინოს წრუპავს ათენის ბარში. შემდეგ უხერხულად ეღიმება და ამატებს: "ალბათ, შემდეგში როცა კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, შენ გათხოვილი იქნები, მე კიდევ ცოლიანი და ორივეს გვეყოლება შვილები"...



ქაირო,  ქაოსი, საყურე

Egypt, as I like to 10373146_297299367099748_5648575932914667114_o
ყველა მაფრთხილებდა, ქაიროს ძველ უბანში მარტო არ წახვიდე საბოდიალოდო. მაგრამ როგორც ყოველთვის, ეხლაც არავის დავუჯერე და ქაიროს ჰოსტელში დაბინავებისთანავე მივაშურე ამ ადგილს. დღემდე მახსოვს ის ქაოსი და აურზაური, თვალებს რომ გიჭრელებს და ყურებს გჭრის. ის უბრალო მომენტები, როცა ქუჩაში შენ ხალხს უღიმი და მათაც ღიმილი ეხატებათ პირქუშ სახეებზე. როცა ფოტოებს უღებ და გაბრაზების სანაცვლოდ ათასგვარი ტკბილეულით გიმასპინძლდებიან. რა ვქნა, ნებისმიერ მუზეუმზე მეტად, ასეთ ადგილებში ხეტიალი მიყვარს და ეს მმუხტავს ენერგიით.

თუმცა ამ ხეტიალის დროს დავკარგე საყურე, რომელიც ირანში, შირაზის ბაზარში ვიყიდე. საშინლად მეწყინა, იმის გამო, რომ უფრო მოგონება იყო ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ ნივთი.


მეორე საღამოს ჰოსტელში გაცნობილ ამერიკელ და ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად მივაშრე ქაიროს ძველ ქალაქს. შემდეგ ბაზარშიც შევიჭყიტეთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია მთელს ახლო აღმოსავლეთში.

ნამდვილად არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში აზრად ეს, მაგრამ ამოვიღე ცალი საყურე და სათითაოდ დავიწყე ყოველი დახლის ჩამოვლა კითხვით: "do you have exactly the same?"
ბიჭებმა ჯერ გაოცებით და გაფართოებული თვალებით შემომხედეს, ნამდვილად ფიქრობ აქ ამის ასლის პოვნასო. თუმცა არ მიმატოვეს და ჩემთან ერთად დახეტილობდნენ დახლიდან-დახლთან.

ამ ხეტიალში ერთი ძალიან საინტერესო კუთხეს მივადექით და ჩემი ყველაზე საყვარელი სელფი გადავიღეთ ერთად.
Egypt, as I like to 10015156_277680099061675_1090988534_n


სულ რაღაც 2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ვიწრო მაღაზიის თაროზე ვიპოვე ზუსტად ისეთივე საყურე!
უკან რომ ამოვიარე ყველა მაღაზიის პატრონი მეკითხებოდა, "რა ქენი, იპოვეო?" მეც სიამაყით ვაჩვენებდი ყველას ჩემს შენაძენს. საღამოს ამ ისტორიას, ჩემზე მეტი ენთუზიაზმით ჩემი თანამგზავრები უყვებოდნენ სხვა მობინადრეებს. 'Today that girl did something amazing!' სიტყვებით.


Egypt, as I like to IMG2475
ეხლა მე განსაკუთრებული წყვილი საყურე მაქვს, ცალი ირანის, ცალი კი ეგვიპტის მოსაგონებლად!

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკელი მეგობარი სკაიპში მწერს. გამომკითხა რას ვაკეთებ და როგორ ვცხოვრობ. მეუბნება, რომ თავად ისევ ქაიროშია. შემდეგ, მეკითხება ხომ არ მახსოვს რა თარიღში ვიყავით ბაზარში როცა დაკარგულ საყურეს ვეძებდით. თარიღს ვეუბნები და პაუზაა. ბოლოს მიგზავნის ფოტოს და მიყვება, რომ როცა ქაიროში ჩამოვიდა დიდხანს ხეტიალობდა ქუჩებში და ბოლოს ვერ მიხვდა თუ როგორ აღმოჩნდა ამ სარკეების წინ. ის მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოო, სწორედ ამ დღეს შენმა დაჟინებამ გეპოვა ეს სულელური საყურე, გადამაწყვეტინა მე რაღაც ნაბიჯები გადამედგა მომავალშიო.. 

ალბათ, ასეთი სიტყვების მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე საისიამოვნო რამ არის, თუნდაც დისტანციურად.



თეთრი უდაბნოს მზე


თეთრ უდაბნოში წასვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც ინტერნეტში თეთრი სოკოს ფორმის კლდეებოს ფოტო ვნახე. მთელს უდაბნოში იყო ერთი წყვილი კლდეები/მაშრუმები, რომელთა ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა. როცა უდაბნოში მივედით უკვე ღამე იყო. მეც ხასიათი საშინლად წახდენილი მაქვს. "არ ინერვიულო, ჩვენს ბანაკთან ბევრი საინტერესო ფორმის კლდეების ნახვა შეიძლებაო" -მითხრა მძღოლმა, მაგრამ მე რა თქმა უნდა არ დავუჯერე და ბევრი ვიწუწუნე, როგორც მჩვევია ხოლმე.

დავანთეთ კოცონი, ბევრი ვსვით ბედუინების ჩაი და მოვწიეთ შიშა. "U guys from where?"- გვეკითხება ერთი ბედუინი. "From everywhere!"- ვპასუხობთ ერთხმად.


Egypt, as I like to 1174616_10152122347544838_1085778814_n
სახე მაქვს საოცარი
მართლაც, მე ქაიროს ჰოსტელში შევხვდი ჩინელ ვიკის, ის და მექსიკელი ლუისი აპირებდნენ უდაბნოში წამოსვლას და რა თქმა უნდა ავეკიდე. მოგვიანებით, მე ჩვენს ჯგუფს იქვე გაცნობილი 2 ამერიკელი ბიჭი შევმატე. დილით კი ქაიროდან უდაბნოსკენ მიმავალ ავტობუსში ერთი მარტოდ მოგზაური იაპონელი გოგო შევნიშნე და ხელი ვტაცე, ჩვენ შემოგვიერთდი თქო (შემებრალა, მე ხომ კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეგეთ ადგილებში მარტო ხეტიალი). უდაბნოში მისულებს კი შემოგვიერთდნენ ავსტრალელი, კოლუმბიელი და ესპანელი. 

აი ასე მიყვარს მოგზაურობა მე. 

ჩვენ-ჩვენი ფერადი ისტორიების გაცვლის შემდეგ ერთად დავიძინეთ ვარსკვლავების ქვეშ გაქუცულ პლედებსა და საძილე ტომრებში გახვეულებმა.

ძილის წინ ამერიკელმა მთხოვა, მეც გამაღვიძე თუ მზის ამოსვლის სანახავად წახვალო.


აუტანელმა სიცივემ მზის ამოსვლამდე გამაღვიძა. კანკალით გამოვძვერი ტომრიდან, ბნელოდა, ციოდა... მეგობარს გვერდით მშვიდად ეძინა. კი მთხოვა შენთან ერთად მინდა მეც მზის ნახვაო, მაგრამ სულაც არ ვაპირებდი იმ მომენტის მისთვის გაზიარებას. მაგრამ, ბოლო წამს სანამ სიბნელეში გზას გავუდგებოდი, მაინც გავკარი ფეხი, "მე მივდივარ" - წავიბურტყუნე და გაურკვეველი მიმართლებით გავუჩინარდი. სხვა თუ არაფერი, უკვე მე-3 დღეა ამ ბიჭის თბილი ქურთუკი მაცვია (მე არ მქონდა თბილი არაფერი წაღებული) და დიდი ეგოისტური საქციელი იქნებოდა ჩემგან მისი თხოვნის დავიწყება.


სიბნელეში და სიჩუმეში სადღაც 10 წუთის ხეტიალის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ იმ ორ კლდეს მივადექი, რომლიც გულისთვისაც უდაბნოში მოვედი. გული შემეწურა სიხარულით. 


Egypt, as I like to 8275189254_4e9a2ee156_o

მალე მეგობარიც წამომეწია და მასთან ერთად მზეც...


Egypt, as I like to 8274126629_7523d28b9e_o


ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, სხვა რომ არაფერი არ ვნახო, ეგვიპტეში კიდევ ერთხელ დავბრუნდები ბუნების ამ საოცრების სანახავად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა იყო რაც კი მინახავს, არა და ბევრი მინახავს...

...

- "აუცილებლად წადი თეთრ უდაბნოში და მზეს მიესალმე ჩემს ნაცვლად, როგორ მინდა მეც ეხლა მანდ ვიყო!" -ვეუბნები ისევ იგივე სკაიპ ჩეთის დროს ამერიკელს.
- "მე მანდ აღარ წავალ!" - მიჭრის ცივად და როცა ძალიან გავიკვირვე დაამატა, არსებობს გარკვეული მოგონებები და მომენტები, რომლებიც იმდენად კარგია, რომ არ უნდა სცადო გაიმეოროო. მაინც არ გამოგივა, ისეთივე ემოციებს ვეღარ მიიღებ და ეს პირველ მოგონებასაც გაგიფერმკრთალებსო. 


Egypt, as I like to Egypt+2012+%283757%29
მე პირადად დღემდე მახსოვს ის აღტაცების გრძნობა რაც იმ მომენტში მქონდა
....

უდაბნოდან გამოსვლა დავაგვიანეთ. სოფლის ავტობუსი ქაიროს მიმართულებით გადიოდა დილის 10 საათზე. ჩვენი მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა უდაბნოს გზებზე, რომ ყველას გული გვისკდებოდა შიშით..


Egypt, as I like to Egypt+2012+%283830%29
ბრახ! საბურავი გასკდა... მძღოლმა სწრაფად გადმოგვსხა მანქანიდან და გამოცვლა დაიწყო. სადღაც 15 წუთში ისევ გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფრო მეტი სისწრაფით გაუყვა გზას.  10-ს აკლია 10 წუთი. უკვე ჩავთვალეთ, რომ მორჩა, ვერ მივუსწრებთ ავტობუსს...

და ამ დროს ისევ, ბრახ! მეორე საბურავი დაიწვა... ის ის იყო, პლან ბ-ზე ფიქრი დავიწყეთ, ღამე სად გავათენოთო, რომ მეორე ჯიპი წამოგვეწია. ჩვენმა მძღოლმა სთხოვა და ყველანი იქ ჩავსხედით. ამ ძღოლმა საერთოდ კოსმოსური რაკეტის სისწრაფით გაგვაქროლა...



Egypt, as I like to 8275183444_2099215a13_o
როცა პირველად დავწვით საბურავი
ავტობუსი უკვე დაქოქილი იყო, როცა ჩენი მანქანა დაეწია და ლამის წინ გადაუდგა.  მძღოლმა ჩანთები პირდაპირ ჰაერში გვესროლა, ჩვენ ასევე ჰაერში ავტობუსის გამცილებელს გადავაწოდეთ და საოცარი ადრენალინის გრძნობით ავცვივდით დანჯღრეულ და გაუბედურებულ იკარუსში. ისიც კი არ გვადარდებდა, რომ ბოლო რიგში ვისხედით და ამ მტვერსა და ნაგავში 6 საათი უნდა გვემგზავრა.


Egypt, as I like to 545118_10200357764091955_1989538664_n
მერე რა რომ არ არის კომფორტული, სამაგიეროდ ესეც ექპირიენსია!

თუმცა ამ დღის შთაბეჭდილება ამით არ დასრულებულა. დღემდე მახსოვს ის უცნაური გრძნობა რაც დამეუფლა გვერდით მჯომი ეგვიპტელის გაცნობის შემდეგ. ეს ადამიანი 2 სიტყვას ვერ აბამდა ინგლისურად, მაგრამ ინგლისურის პედაგოგად გაგვეცნო (საბრალო მისი მოსწავლეები!). მახსოვს, როგორ გვეკითხებოდა, რას ფიქრობთ ეგვიპტეში მიმდინარე მეორე რევოლუციაზეო. თავად პრო მორსი აღმოჩნდა და იძახდა, ეგვიპტეში სიტუაციას მუბარაქის მომხრეები ურევენ, თორემ ჩვენ ბევრი რამეს კეთება შეგვეძლოო. 

ვუყურებდი ამ ადამიანს და მის მონათხრობზე ეგვიპტის ნაცვლად ჩემი ქვეყანა დამიდგა თვალწინ.  მას და მისნაირებს ქვეყნის შენების ამბიცია ჰქონდათ, მაგრამ ციხეში მყიფ მუბარაქს აბრალებდნენ წარუმატებლობას, სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა და 2 სიტყვას ვერ აბამდა ამ ენაზე... რაღაც ძალიან მეცნო ეს ყველაფერი და მართლა შევწუხდი.



ისევ რევოლუცია
Egypt, as I like to Egypt%2B2012%2B%283920%29
უკან დაბრუნებულები, ნადვილი რევოლუციის ეპიცენტრში აღმოვჩნდით.
ყოველ საღამოს ჩვენს ქუჩაზე დემონსტრატები აივლიან-ჩაივლიან და იქვე თაჰრირის მოედანზე იკრიბებიან. საღამოს ლოცვის შემდეგ, პოლიცია არბევს და ათობით ადამიანს ჟლიტავს, ისე როგორც არაფერი. მე ყოველ დღე მივდივარ მოედანზე და კითხვაზე რომელი გაზეთიდან ვარ ამჯერად უკვე ვპასუხობ "Georgian Times!" და ურცხვად ვაგრძელებ ფოტოების გადაღებას.


Egypt, as I like to 8274407229_6866013fda_b


Egypt, as I like to Egypt%2B2012%2B%283977%29

...

ალექსანდრიაში გამგზავრებამდე ქაიროში მუცლის ცეკვის სანახავად გადავწყვიტეთ წასვლა. Lonely Planet-ის წიგნში ნაქები ბარი ავარჩიეთ და მივაშურეთ.
არცერთ საშინელებათა ფირმში არ მინახავს ასე საშინლად მოხატული ქალები, სახეზე კილო გრიმითა და ხელოვნური თმებით. თუმცა, ხორცი უჩანდათ და იქვე შეკრებილი ეგვიპტელი მამაკაცებისათვის ესეც საკმარისზე მეტი მიზეზი იყო აღსაფრთოვანებლად - გამეტებით უკუჭავდნენ ფულებს სადაც ეკუჭებოდათ თუ არ ეკუჭებოდათ.

ცხოვრებაში არასოდეს არ მქონია ამაზე უფრო ცხადი ასოციაცია ქალის ხორცთან, როგორც მაშინ და გამაჟრიალა. რეალურად კი ყველგან ასეა, არა მარტო ეგვიპტეში. 




რაღაც დასკვნის მაგვარი

ძლაიან მომეწონა ეგვიპტური მოგზაურობა. განსაკუღებით კი იმიტომ, რომ ეს ჩემი მოგზაურობა მაინც არგავდა ჩემი უამრავი მეგობრის მოგზაურობას. 

გულის სიღრმეში ძალიან გავოცდი და მომეწონა პირველი 10 დღე, როცა ჩემნაირ ადამიანთან ერთად მოვიარე მთელი Upper Egypt. მომეწონა ის სასაცილო სიტუაციები, ერთად რომ ვეხვეოდით ძირითადად ჩემს გამო და მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ერთხელაც არ უმტყუნა ამ ცივსიხლიან არსებას ნერვებმა და ამიტანა ბოლომდე. მხოლოდ ერთხელ გაეცინა, როცა ერთ აბეზარ ეგვიპტელს გაბრაზებით შევუბღვირე: "ეხლა ვხვდები როგორები არიან გურული ქალებიო" -  წინასწარ მყავდა გაფრთხილებული გურულების ხასიათზე.

მომეწონა მასთან ერთად უამრავი მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის შეხვედრა და ასე მდუმარედ, მზის დევნაში შემოვიარეთ ნახევარი ეგვიპტე. 
Egypt, as I like to 8273866303_749fbc9c3f_o
Old Cataract Hotel- ის ტერასა, ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მზის ჩასვლის საცქერად მთელს ეგვიპტეში
Egypt, as I like to Egypt%2B2012%2B%281528%29
მზის ამოსვლა კარნაკის ტაძარში 

მაგრამ ალბათ უფრო მომეწონა ის დღეები ჩინელ, მექსიკელ და ამერიკელთან ერთად რომ გავატარე. როცა ერთად შემოვირბინეთ ქაირო, თეთრი უდაბნო და ალექსანდრია.  როცა დღეები და მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლებოდა ჩემს გარშემო, რომ დღიურში ჩანიშვნასაც კი ვეღარ ვასწრებდი. მიყვარს ეს ემოციებისგან დაღლილობის გრძნობა და როცა სუნთქვა გეკვრება იმის გაფიქრებაზე: "ნუთუ ეს მართლა ხდება?" 

...

ბოლო მზის ჩასვლას უკვე ქაიროში ვხვდები მაღალ გორაზე ქალაქში არსებულ ერთადერთ მწვანე პარკში. გავცქერი ოქროსფერ შუქზე ამოზრდილ მინარეთებსა და ვაკვირდები ირგვლივ შეკრებილ ახალგაზრდებს, ძირითადად შეყვარებულ წყვილებს და რატომღაც საშინელი მარტოობა მეუფლება.


Egypt, as I like to 8275459242_df45b43fcb_o

შემდეგ ჩემი ამერიკელი მეგობრის მოწერილ სმს-ს ვპასუხობ (ალექსანდრიაში რომ დარჩა) და ვუყვები ჩემი და ლუისის დილანდელ ისტორიას, თუ როგორ გვინდოდა მზის ამოსვლას შევგებებოდით პირამიდებთან და როგორ არ შეგვიშვეს ბოროტმა მცველებმა და ბოლოს ვწუწუნებ, რომ ეხლა სულ მარტოდ-მარტო გავცქერი ბოლო მზის ჩასვლას ეგვიპტეში თქო.



Egypt, as I like to 8324582789_b418dec337_o


"როგორ შეგიძლია მარტო იყო, როცა მეც ამ წამს მზის ჩამსვლას ვუყურებ იმ ადგილიდან სადაც გუშინ ვისხედით?!"


და მართლაც, როგორ შეიძლება ასეთი სიტყვების მერე იყო მარტო?


Egypt, as I like to 8275685598_8da8b3121c_o
აი ამ მზის ჩასვლას გულისხმობდა თავად


პ.ს. 
ხომ ვამბობდი, ნამდვილად Sunset-Sunrise ტრიპი იყო.
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum