თინა, გაბრიელი, ია და ტარიელი

View previous topic View next topic Go down

GMT - 3 Hours თინა, გაბრიელი, ია და ტარიელი

Post by Victoria333 on Wed Mar 12, 2014 4:03 pm

პუტინმა კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო; ლარის გაუფასურებამ თითოეული ჩვენგანის შემოსავლებზე საგრძნობი  გავლენა იქონია; მრავალი წინასაარჩევნო დაპირება  დავიწყებას მიეცა; სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში დასაქმებული, დაბალანაზღაურებადი მუშების შიმშილობის, გაფიცვებისა და პროტესტის ტალღა არ ცხრება; რეფორმირებული შრომის კოდექსი ისეთივე ფურცელია, როგორიც ცვლილებებამდე იყო; ენერგეტიკული პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო სტრუქტურები გარემოს განადგურებას არ ერიდებიან; მგზნებარე ახალგაზრდების არანაკლებ მგზნებარე იდეები ჩაიფერფლა და სახელმწიფოს პიარსამსახურებს შეერწყა; თვითმმართველობის „რეფორმის“ შედეგად, არჩევნების შემდეგ, უმუშევართა არმიას ათასობით მოხელე შეუერთდება; „მოსმენის“ სიამოვნებაზე არც ახალი „დეპოლიტიზებული“ სტრუქტურები ამბობენ უარს; მიუსაფართა თავშესაფრების დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს; საზოგადოებრივი მაუწყებლი ისე პოლიტიკურ ძალთა შერკინების საგანია; (სამეურვეო საბჭოს წვრების კონკურსი ხელხალა გამოცხადდა, ეგება ქეთიმ და ნინელიმ ახლა მაინც თავის დროზე შეაგდონ CV-ები) მაღალი რანგის მოხელეთა მადა არ ცხრება: პრემიები, ხელფასები, დანამატები, ძვირადღირებული ავტომობილები...
მაგრამ რაა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს თინა, გაბრიელი, ია და ტარიელი.
თინამ, გაბრიელმა, იამ და ტარიელმა შეძლეს ის, რასაც ხშირად საგანგებოდ მომართული სპეცსამსახურებიც ვერ ახერხებენ. მათ შექმნეს დღის წესრიგი, დაიპყრეს (და არა - მიიპყრეს) მედიისა და საზოგადოების ყურადღება, გადაფარეს მოვლენები, რომლებიც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოვიდოდა, ტელევიზიები პირველი ბლოკის სიუჟეტებს მიუძღვნიდნენ, ინტერნეტ-გამოცემები ლაივ რეჟიმში იმუშავებდნენ...
გაბრიელმა შექმნა საცობები ქალაქში. თინამ განუხვნა კარი კომპლექსთა კასკადს. იამ და ტარიელმა შეძრეს გატეხილი გულები - ჯერ  ტკივილით,  შემდეგ  - სიხარულით. სერიოზულად დაიტერესებულთა არმიას  ზედ დაერთო ამ არმიაზე  მოქილიკეთა  პოლკი. თინამ, გაბრიელმა, ია, და ტარიელმა მთიდან დაგორებული გუნდასავით იგორეს, იგორეს, და ბოლოს ზვავად დაატყდნენ მათ,  ვის თავებსაც, ღმერთმანი, არავითარი ზვავი არ სჭირდებათ, - არ აკლიათ.
წესით, ახსნა საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ  მაინც ავხსნი: თინას, გაბრიელის, იას და ტარიელის თემა ეს არაა თინას, გაბრიელის, იას და ტარიელის პრობლემა, საქმე მათში სულაც არ არის, ისინი მსხვერპლნიც კი არიან მათი, ვისი სახელიც ლეგიონია.
* * *
„ხშირად დაძალებით ვმუშაობთ. მაჩვენებენ ადგილს, რომელიც უნდა გავბურღოთ, ვამბობ, რომ არ შეიძლება, საშიშია, შეიძლება დავიღუპო, მაგრამ გვემუქრებიან გაგათავისუფლებთო. რამდენჯერ სმენის დასრულების მერეც გვიმუშავია. ხან ტექნიკა ფუჭდება და შუაღამემდე გვაიძულებენ შევაკეთოთ, დამატებით ანაზღაურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“, - უთხრა „ლიბერალს“ გიორგი მარტიაშვილმა, საბურღი დაზგის ოპერატორმა, კაზრეთელი მუშების მიერ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე.
ეს კი ამავე აქციის დროს, ლევან ხერხეულიძის გადაღებული ფოტოა.
 

ამ მუშის სახელი არ ვიცი, არც მისი კონკრეტული პრობლემები, რამაც აიძულა, მიწაში ოქროს ძებნა მიეტოვებინა და  ყველაზე ძვირადღირებული ფასეულობა - სამართალი,  დედაქალაქში,  უმაღლესი ხელისუფლების საბრძანებელთან ეძებნა.
სამაგიეროდ, იას და ტარიელის კატის სახელი ვიცი. თქვენ თუ იცით?

Victoria333
A-Group
A-Group

Scorpio Snake
Posts : 267
Join date : 2013-05-12
Age : 27
Location : Victoria
--Mood-- : Woot

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum