Insurance
Page 1 of 1 • Share
Insurance
ერთი რამ მაინტერესებს, ყველანი იღებთ სამოგზაურო დაზღვევას უცხო ქვეყანაში გამგზავრებისას?
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს დავფიქრდი ამ თემაზე და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2-ჯერ მაქვს აღებული სამოგზაურო დაზღვევა. პირველად ჩეხეთის ვიზისათვის, მეორედ მაროკოს ვიზისათვის. სხვა შემთხვევაში, ანუ ყველაზე თავზეხელაღებულ ტრიპებში კი არც მომსვლია თავში აზრად მათი აღება. მართლა, არც გამხსენებია (!!!).
ნუ ეხლა, მაროკოსთვის რომ ავიღე ნუ იტყვით, ძალიან დამშვიდებული წავედი. სანამ წავიდოდი, რამოდენიმე დღით ადრე მარაკეშის მთავარ ტურისტულ მოედანზე ალქაიდამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე ააფეთქა და 16 ტურისტი იმქვეყნად გაისტუმრა( ამ კაფეს წინ იყო ჩემი დაჯავშნული სასტუმრო). ვრეკავ ამ სადაზღვევოში და ასე მითხრეს, ტერორიზმის, ომების, მიტინგების, ან რაიმე მსგავსი შემთხვევებით მიყენებულ დაზიანებებს არ ვანაზღაურებთო... ჰოდა რა გასაკვირია, რომ როცა ჩემს ბოლო მოგზაურობას ვგეგმავდი, არც გამხსენია ჩვენს "მეგობარ" BCI-თვის მიმერთა.
როგორ მოვიარე, რაები გადამხდა თავს, ეგ სხვა თემაა და ერთ ნოუთში რას ჩავატევ (ერთხელაც ალბათ წიგნს დავწერ). აქ უბრალოდ დაზღვევის საჭიროებაზე ვფიქრობ. პეტრაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი წითელი ნოკია დავკარგე. ვეძებე, ვერ ვიპოვე, რას ვიზამდი, ავდექი და 16 დირჰამად იქვე ტელეფონის "ბუტკაში" ფანრიანი ნოკია ვიყიდე (მშვენივრად მუშაობს და თან სუვენირია ).
ეს ამბავი, ჩემს ინგლისელ უფროსს მეგობარს მივწერე. ეს ქალი ვერ დავადგინე რას საქმიანობდა, ჩემსავით საეჭვო ქვეყნებში მოგზაურობს, ერთმანეთს დამასკოში შევხვდით და იორდანიაში ერთად წამოვედით, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. შამსიმ დამამშვიდა, ეგ არაფერია, მიმართე შენს სადაზღვევო კომპანიას და აგინაზღაურებენ დანაკარგსო. როგორ ვთქვა, მაგრამ შემრცხვა მიმეწერა მისთვის, რომ დაზღვევა არ მქონდა, რაც ყველაზე სამარცხვინოა, არც მომაფიქრდა საერთოდ... ისედაც ყველა დამცინოდა, ყველაზე ცუდი რისკ ანალიტიკოსი ხარ, ამ დროს აქ თუ ხარო.
ჰოდა გავჩუმდი და დავფიქრდი-შემდეგში დაზღვევა ავიღო, თუ საერთოდ პროფესია შევიცვალო?
Simba- Monstars
-
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
|
|
Thu Apr 11, 2024 4:52 pm by ali001
» Streaming Guide Film TV Series
Tue Apr 09, 2024 9:39 pm by ali001
» Apricot Tree Problems & Solutions ????|خوبانی کے پھل کو کیڑا لگنےسے بچانے کا طریقہ ????
Sun Apr 07, 2024 6:28 am by Zamaan Khan
» خوبانی کے پودے کی کاشت گرم علاقوں میں کرنی چاہیے یا نہی
Sun Apr 07, 2024 6:24 am by Zamaan Khan
» New Here
Sun Apr 07, 2024 6:15 am by Zamaan Khan
» Bajta Hua Sochoon Main Koi Saaz Na Aaye Naat
Sun Apr 07, 2024 6:14 am by Zamaan Khan
» Woh Pagal Si Episode 52 to 62 - Top Pakistani Drama
Sun Apr 07, 2024 6:06 am by Zamaan Khan
» Woh Pagal Si Episode 42 to 51 - Top Pakistani Drama
Sat Apr 06, 2024 4:50 pm by Ch. Ehtisham Gujjar
» Woh Pagal Si Episode 32 to 41 - Top Pakistani Drama
Sat Apr 06, 2024 4:44 pm by Ch. Ehtisham Gujjar