Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Dear Santa - the New Year's wishes for me and my friends

View previous topic View next topic Go down

GMT - 6 Hours Dear Santa - the New Year's wishes for me and my friends

Post by Simba Sun Feb 23, 2014 7:49 am

დიდხანს ვფიქრობდი საახალწლო სურვილებზე, რა ჩამეფიქრებინა და როგორ. ადრე საქართველოს ბანკში დაფაზე მარკერით ვწერდით ხოლმე ჩვენ-ჩვენს საახალწლო სურვილებს და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის მისრულდებოდა ნაწილი. ან რატომ უნდა ყოფილიყო პრინციპში გასაკვირი, მე ხომ მთელი მომავალი წელი მათ ასრულებაზე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც Smile.
წელს არც საქართველოს ბანკში ვარ, არც დაფა მაქვს და არც მარკერი, ჰოდა გადავწყვიტე აი აქვე ჩამოვწერო ის რაც მინდა ჩემს თავს, ჩემს ყველაზე ახლობელ მეგობრებს და უბრალოდ იმათ ვუსურვო, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს.

მოკლედ ასე, 2014-ში მე ჩემს თავს და თქვენ გისურვებთ:

#1.
გისურვებთ ბევრ "აჰ!" გრძნობას. აი ისეთს, რომელიც მქონდა როცა პირველად 3 წლის წინ უვიზოდ მივადექი სირიის საზღვარს, როცა შემიშვეს და როცა გავოცდი. იმ "აჰ"- გრძნობას, როცა მანდ მეორედ დავბრუნდი, როცა პალმირაში მზის ამოსვლა, ომაელთა მეჩეთში კი მზის ჩასვლა ვიხილე, პეტრაში 59 მეტრიან ტაძარზე რომ ავბობღდი, ან მაშინ როცა უძირო ნილოსში ვხტებოდი ცურვის უცოდინარი და წყლის პანიკური შიშით და ისეთსაც რომელიც მქონდა ეგვიპტეში მარტოდ-მარტო უდაბნოში ველოსიპედით ხეტიალისას, მაშინ როცა ზურგს უკანს წამოწერული ავტობუსის მძღოლები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, ხალხი კი რაღაცას მიყიჭინებდა , მაგრამ არ მადარდებდა არაფერი, მივქროდი უდაბნოს მზის ქვეშ გამთბარი და ბედნიერი. ისეთივე გრძნობას გისურვებთ თეთრ უდაბნოში მზის ამოსვლის ცქერისას რომ მქონდა და წითელში მზის ჩასვლისას, ან ისეთს, პირველად როცა დავხედე ზემდან კილიმანჯაროს. გისურვებთ ბევრ იმ "აჰ!"-ს, ლომის დანახვისას რომ დამეუფლა პირველად კენიაში, მაშინ როცა გვერდიდ ჩამიარა და ზედაც კი არ შემომხედა..

#2.

მოგზაურობაში გისურვებთ თანამგზავრს ისეთს როგორიც ენდია. არ მეგონა თუ ოდესმე ვინმეს გზაში სადმე გავუძლებდი 5 დღე გადაბმულად, მას 10 დღე გავუძელი და ჩემდა უნებურად აღმოვაჩნე, რომ თურმე ამ დედამიწაზეც შესაძლებელი ყოფილა იდეალური მეწყვილის პოვნა სამოგზაუროდ. ისეთის, რომელთანაც არ გჭირდება თამაში, ან ზედმეტი სიტყვები, ის შენნაირია და შენ მისნაირი და ასე უსიტყვოდ შეიძლება მოაროთ მთელი ქვეყანა. გისურვებთ გზად გადაგეყაროთ ბევრი კეთილი შემთხვევითი გამვლელი, ისეთები ალმოდებული ავტობუსიდან რომ გამოგათრევენ, ან ნარკომოვაჭრის თავდასხმისას გამოგექომაგებიან და რეალურ 'სიკვდილს' გადაგარჩენენ, ან უბრალოდ ცხენს მოგიყვანენ სადღაც უდაბნოში "მიდი გააჭენე, გავიგე გიყვარს" სიტყვებით.

#3
გისურვებთ გვერდით მუდამ გყავდეთ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც თქვენი სარკეები იქნებიან. ჩვენ ხშირად გვეშლება და გვგონია, რომ უნდა გვყავდეს მეგობრები, რომლებიც ყველაფერში მხარს აგვიბამენ და გვერდით დაგვიდგებიან. რეალურად, გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის ყოლა, რომელიც სარკეში ჩაგახედებს, თავისი მწარე ენით ცივ წყალს გადაგასხამს და პირდაპირ გეტყვის "Теа, ты Вася!. ისეთს, დეპრესიაში მყოფს რომ გაგამხნევებს სწორად შერჩეული სიტყვებით, ან დილის 5 საათზე რომ დაურეკავ სტამბულის აეროპორტში გაჭედილი, მიშველეო და ისიც გიშველის.

#4
გისურვებთ ბევრ რომანტიკულ მომენტს ცხოვრებაში, ისეთს როგორიც იყო თეირანში, ან ეგვიპტეში, ან თუნდაც უგანდაში და კიდევ ბევრგან. მერე რა, რომ ბოლო დღე თითქმის ყოველთვის უიღბლოა და მეგობრებიც ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ თავში ხელებს იხლიან "ვაიმე თეა!!" სიტყვებით. სამაგიეროდ, როცა ერთხელაც სახლში ძალიან ცუდ ხასიათზე იქნებით, ცხოვრებაზე და ზოგადად მთელს 'საკაცეთზე' გულ აცრუებული, შეიძლება ოკეანის გაღმიდან მიიღოთ წერილი სიტყვებით : "I was so attracted to you because you had such a beautiful smile and loud laugh. You saw the world in a beautiful way and it was responsive to you.  When I looked into your eyes I would forget all my worries, all bad things seemed to fall away.  You brought peace.  Since you left, your words are coming from a place of turmoil.  I want you to have the same peace you give to others." -   და დამიჯერებთ, სახლიდან უკვე გაღიმებული და 'იმედიანი' გამოხვალთ Smile.

#5
გისურვებთ იღბალს, აი ისეთს როგორიც მე მქონდა კენიაში, როცა შემთხვევით ავღმოვჩნდი სრულიათ დაუგეგმავად უცხო კონტინენტზე, როცა შემთხვევით გადავეყარე გზად უამრავ კეთილ ადამიანს და ძალიან შემთხვევით უვნებელი დავბრუნდი უკან. იმ იღბალს გისურვებთ, ირანში ნაყიდ და ეგვიპტეში დაკარგული საყურის ზუსტ ასლს რომ გაპოვნინებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე. ისეთ იღბალს გისურვებთ, მოგზაურობისას როცა უყვები შენზე მეტად იღბლიან და გამოცდილ ხალხს საკუთარ თავგადასავლებს, არავის სჯერა და "Are you fucking kidding me!" -სიტყვებს იმსახურებ.

#6
ამის წინ რადიოში მოვისმინე სიტყვები:"ცხენმა ადრე პრინცი მოგვიყვანა და თქვენც გისურვებთ მოგიყვანოთ რაშზე ამხედრებული პრინციო" - ჰოდა, თუ სადმე არსებობენ ოცნების პრინცები,  სავარაუდოდ ის ალბათ იმ სამხრეთ აფრიკელ მწვანეთვალება პილოტს გავს და თქვენც გისურვებთ ასეთ პრინცებს ცხოვრებაში (მე არაფერი გამომასწორებს მაინც).

#7
გისურვებთ ვნებას, ისეთს ნარკოტიკზე დამოკიდებულს რომ გამსგავსებს, რომელიც სულ ზუის თავში, რომელიც არ გადის 1 დღეში, 1 თვეში და მოკლედ აღარ გავაგრძელებ.. ბევრ Zzzz -ს გისურვებთ.

#8
გისურვებთ გამბედაობას, ისეთს, რომელიც შეგაძლებინებთ დაძლიოთ შიში და შეცვალოთ თქვენი თავი, ან გარემო თქვენს ირგვლივ. ისეთს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრების რეალურ ფასეულობებზე და მერე გაიძულებთ ადგეთ და გადადგათ ნაბიჯები, წახვიდეთ, გზას დაადგეთ და ერთხელაც რაიმე გააკეთოთ რეალურად ღირებული, ან უბრალოდ იაროთ და ეძებოთ. გამბედაობას, რომელიც არ მოქცემთ საშუალებას უბრალოდ იჯდეთ ამ ცხოვრებაში ერთ ადგილას (ქუხნაში). დამეთანხმეთ, წყევლაა გზის განაპირას ჯდომა, მაშინ როცა სხვები ამ გზას ადგანან და გვერდს გივლიან.
გისურვებთ ამ გზაზე შეგხვდეთ ბევრი ისეთი ადამიანი ვინც გაგაოცებთ, ვისი გავლილი გზითაც მოიხიბლებით და ვისგანაც ბევრ კარგ თვისებას 'მოიპარავთ'.

#9
გისურვებთ ყველა იმ უიღბლობას, რაც ჭკუას გასწავლით და კარგ გამოცდილებას შეგძენთ. გისურვებთ, რომ ამ უიღბლობას კიდევ უფრო მეტი ძალა და ენერგია მოეცა თქვენთვის გზის გასაგრძელებლად.

#10
და ბოლოს, გისურვებთ რომ არასოდეს შეგეწყვიტოთ ოცნება! არასოდეს გამოგლეოდეთ ფანტაზია, ჩაგეფიქრებინოთ სურვილები (ოცნებები) საახალწლოდ და შემდეგ ყველაფერი გეღონოთ მათ ასასრულებლად. პირადად ჩემი ცხოვრება ძალიან უფერული, უღიმღამო და სხვების მსგავის იქნებოდა რომ არა ჩემი ფერადი ოცნებები. რეალურად რომ დავფიქრდეთ, სწორედ ჩვენი ოცნებებია ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი.

p.s. ბევრ ადრენალინს, თავგადასავალს და ემოციას გისურვებთ და ისეთ მოვლენებს, ჰოლივუდელ ბანალურ სცენარისტებს რომ აღარ ესიზმრებათ Smile.
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum