Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position


Join the forum, it's quick and easy

Virtual Position Forum
Please register to watch content in detail
Thanks
Admin virtual position
Virtual Position Forum
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

Narrow and Small World (a story of 'Ms. Tea Jioshvili')

View previous topic View next topic Go down

GMT - 12 Hours Narrow and Small World (a story of 'Ms. Tea Jioshvili')

Post by Simba Sat Feb 22, 2014 7:44 pm

ცოტა ხანში აფრიკაში მივფრინავ. თრეველ კომპანიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა, თუ როგორ დაეჯავშნათ ჩემთვის მარშუტი. საბოლოოდ მომიბოდეშეს, ერთი დამატებითი დღე მოგიწევს დარ ეს სალამში გაჩერებაო, მაგრამ კომპენსაციისათვის შეგიძლია ზანზიბარში გადახვიდე, ულამაზესი კუნძულია და რაიმე საინტერესოს აუცილებლად იპოვიო.. რა თქმა უნდა გულითადი მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი მიხსენებია, თქვენ კი ჩემს ბოლო ზანზიბარული ბოლო დღის მოგონებას გაგიზიარებთ...
...

მას მსოფლიოში ყველაზე მწვანე თვალები და გაბურძგნული თმები ჰქონდა. როცა წინ ჩავუარე ისეთმა გაუცებულმა შემომხედა და ისე აუკიაფდა ეს თვალები გარუჯულ სახეზე, რომ მეც ძალაუნებურად ფეხი შევანელე. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა თეთრი და წითელთმიანი გოგოს დანახვა ამ გამურული ხალხით გატენილ სანაპიროზე და მიუხედავდ იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ცარიელი სკამი იყო, რა თქმა უნდა მასთან მივედი და "შეიძლება დავჯდე თქო" ვკითხე.. "Oh, please do it!" - დღემდე მახსოვს როგორი ინტონაციით აღმოხდა.. 


[You must be registered and logged in to see this image.]
ლამაზმანი სამხრეთ აფრიკიდან იყო, კეიპტაუნიდან დაიწყო და ტანზანიამდე ველოსიპედით ჩამოვიდა. მაჩვენებს განვლილი გზის ფოტოებს და ვიდოებს თუ როგორ ხტება ვიქტორიას ჩანჩქერიდან ფეხზე თოკ გამობმული. მერე მე ვუყვები ჩემს ისტორიებს და "You are f*ing crazy"-საც ვიმსახურებ.. დღეს ვიწრო ქუჩებში ხეტიალით, ფერდი მერკურის ბარში ლუდის სმით, სანაპიროზე მზის ჩასვლის ცქერითა და იქვე გრილზე შემწვარი თევზის ჭამით ვაგრძელებთ.[You must be registered and logged in to see this image.]

მოკლედ, იდეალური რომანტიული ფილმის სიუჟეტი გამოვიდოდა, თუმცა ჩემი პოსტის თემა ამჯერად ეს სულაც არ არის. ნუ, ოდესმე შეიძლება ეგეთებიც დავწერო, ოღონდ ეხლა არა.  ეხლაც იმიტომ ვახსენე, რომ მის გარეშე ქვემოთ ისტორიას ვერ მოვისმენდი.

[You must be registered and logged in to see this image.]

[You must be registered and logged in to see this image.]მოგვიანებით სანაპიროზე ჩემი მეგობარი ებრაელი გოგონა ვიპოვეთ, აი ის წინა დღეს რომ გავიცანი და ერთად ვიგერიებდით ნარკო ბარიგებს პლაჟზე... ცოტა ხანში შემოგვიერთდნენ ჰოსტელის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი გაურკვევლი რჯულის გამურული და ფერად ქუდებიანი ახალგაზრდები. ვსხედვართ ასე პარკში პორტის წინ, წინვე გაგვიშლია მოსაწევი შიშა და წრეში ჩამოატარებით ვეწევით. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა, ფუსფუსებს, ანალოგიურად ჭამენ-სვამენ და ერთობიან. მეორე დღეს 7 საათზე ბორანით უნდა დავბრუნდე აფრიკის კონტინენტზე, მაგრამ ეს რატომღაც არ მადარდებს და თავს უცნაურად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში.


და უეცრად წინ ერთმა ახალგაზრდამ ჩაგვიარა, გამჭირვალე სათვალეებით, ხაკისფერი მაისურით, შორტებითა და სანდლებით.  გრძელიტალღოვანი თმები მხრებზე ეცემოდა და მოგრძო სახეს კიდევ უფრო უგრძელებდა... ჩაგვიარა თუ არა მე და სამხრეთ აფრიკელს ერთდროულად აღმოგვხვდა "Hi Jesus!"... არ ვიცი, იქნებ ზედმეტი მოგვივიდა ზანზიბარის ცნობილი შიშა, მაგრამ ფაქტია, ბიჭი მოტრიალდა მოვიდა ჩვენთან და გაბრაზების ნაცვლად გაგვიღიმა. "აი ასე არის სულ" შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და არც დაელოდა ჩენს შემოთავაზებას იქვე წინ მოკალათდა. 
საინტერესო ვინმე აღმოჩნდა, ისრაელიდან. ჯარი დაამთავრა და მიატოვა ყველაფერი. ცოტა ხანში მე, ლამაზმანი და ებრაელი გოგო თავის სახლში მიგვიპატიჟა, იქვე პარკის გადაღმა რომ ჰქონდა ნაქირავები. სამხრეთ აფრიკელი და ჩემი მეორე მეგობარი გოგოც სიხარულით დასთანხმდნენ. 


ხანდახან ვფიქრობ, რომ როცა ვმგზაურობ, ადამიანებს ზედმეტად ვენდობი ხოლმე და ურიგო არ იქნება, უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოვიჩინო მომავალში. თუმცა იმ მომენტში დებილივით რომ არ წავხეტიალებულიყავი ამ სრულიად უცხო ხალხთან ერთად, ალბათ იმ მოგზაურობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბავსაც ვერ მოვისმენდი. ამ ისტორიას ოდესმე გავალამაზებ, განვავრცობ და რამე კარგ სიუჟეტადაც გამოვიყენებ (თუ არ დამეზარა), ამიტომაც მადლობა ჩემს ებრაელ მასპინძელს.
ისტორია ამ ებრაელის ორ ტყუპ ძმაკაცზეა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მართალია, იქნებ ებრაელს უნდოდა ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან იქნებ ჩემი მტკიცების მიუხედავად რომ "არ ვბოლდები", მაინც იმოქმედა ჩემზე ცნობილმა "ზანზიბარულმა", მაგრამ ფაქტია, რომ იმ ღამესვე სასტუმროში მისულს არ დამეზარა და ბლოკნოტში ჩავიწერე შემდეგი:


ტყუპების მშობლებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კიევში გაიცნეს. ქალი უკრაინელი ებრაელი იყო, კაცი - სამედიცინოს სტუდენტი ტანზანიიდან. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ტყუპებიც მოევლინენ ამ ქვეყანას, მაგრამ არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ. დრო შეიცვალა და ცოტა ხანში კაციც იძულებული შეიქმნა უკან გაბრუნებულიყო სამშობლოში. ქალს ამ ფაქტმა გული ისე ატკინა, რომ შვილებს გვარი შეუცვალა ხელი დაავლო და ისრაელში გადაბარგდა.
დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ და ჯარში წავიდნენ. იქ ჩემს ებრაელ მეგობარს შეხვდნენ, აი იმას იესო ქრისტეს, რომ ჰგავდა ძალიან. ბავშვები უმამომაბს ძალიან განიცდიდნენ და გადაწყვიტეს ჯარის შემდეგ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მამა მოეძებნათ. რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარმაც დახმარება აღუთქვა. 
ჯარი დაამთავრეს და ტყუპებმა და მათმა მეგობარმა ერთად მიაშურეს დარ ეს სალამს. წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ საიდან უნდა დაეწყოთ ძიება. ერთადერთი რაც იცოდნენ იყო გვარი და ის, რომ 20 წლის წინ რომელიღც ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმად. მეგობრებიც ადგნენ და ყველა ჰოსპიტალის კარებზე დააკაკნეს და არქივები გადაქექეს. ბოლოს,  დიდი ხნის ძების შემდე, ერთ-ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელმა გაიხსენა ასეთი სახელის მქონე ექიმი. აღმოჩნდა, რომ მას მედიცინა მიეტოვებინა და პოლიტიკაში გადაბარგებულიყო. ისიც გაიგეს, რომ ტაგას პროვინციაში მოღვაწეობდა. მიაშურეს ტაგასაც და ძალიან გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს კაცი მთელი პროვინციის გუბერნატორი ყოფილა - ამავე დროს პროვინციის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. 
ძალიან დაბნეული, ცოტათი შეშფოთებული 3 მეგობარი, გუბერნატორის კარს მიადგნენ. როგორც ჩემი მეგობარი ყვებოდა, როცა დაცვამ კითხა, თუ რა გადაეცათ გუბერნატორისათვის, ვინ გკითხულობსო, ძმებმა ერთდროულად მიუგეს "თქვენი შვლებიო!".
დაცვა გატრიალდა და მეგობრები რამოდენიმე ხანმოკლე და ყველაზე გრძელი წუთი ელოდნენ მის უკან დაბრუნებას.. ბოლოს გამოჩნილა "I've been waiting for my sons" -ო  გუბერნატორის ამ სიტყვებით.

[You must be registered and logged in to see this image.]
მითხარით, რომ მსგავსება მე არ მომლანდებია
ვერ აგიღწერთ გამომეტყველებას, რაც ჰქონდა ჩემს ებრაელ მასპინძელს ამ მომენტის მოყოლისას. თითქოს თავადაც იპოვა მამა მამაშინ. თვალები უბრწყინავდა და წინადადებებს შორის ამატებდა, აუცილებლად იქნებიან ერთად ისინი, ვისაც ეს ბედით უწერიათო...


ბიჭებმა მამა  იპოვეს, მამამ შვილები.. ცოტა ხანში მეგბარს მობეზრდა სტუმართმოყვარეობით სარგებლობა ბარგი ჩაალაგა და მადაგასკარში გადაბარგდა (მეც მეუბნებოდა, აუცილებლად წადი, მოგეწონებაო)... წლები გავიდა, ბიჭები დაიფანტნენ, გაიზარდნენ და 4 წლის შემდეგ, ისევ შიეკრიბნენ 3-ვენი ისევ დარ ეს სალამში და ეხლა უკვე საკუთარი საქმის დაწყებას აპირებდნენ. ერთ სასტუმროს ზანზიბარში ხსნიდნენ, მეორეს არუშაში. წინ მიმავალი დიდი გეგმები ჰქონდათ. იყო რაღაც მართლაც ამაღელვებელი ამ ამბავში და მთელს ისტორიაში და ეს მეგობარიც ისე ყვებოდა, რომ 3-ვენი გულისყურით ვუსმენდით.

....


ბოლოს მოსაწვი ჩაიფერფლა და მეც დავემშვიდობე მეგობრებს. ავიღე ფოტო აპარატი და უკანმოუხედავად გამოვიხურე ყველა კარი. დღემდე არ მესმის ასე რატომ მოვიქეცი მაშინ. ეხლა კი უკვე ძალიან ვნანობ. პირადად მე ვეუბნებოდი ყველას, რომ არასოდეს არ უნდა გაწყვიტო არავისთან კონტაქტი, მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანს ვერასოდეს შეხვდები და რამოდენიმე წუთის წინ მოყოლილმა ისტორიამაც ვერაფერი მასწავლა Sad. ვერ ვისწავლე დღემდე, რომ დედამიწა არის ძალიან ვიწრო და პატარა, არასოდეს არ იცი სად მოხვდები და ვის შეხვდები (again and again). მაშინ მეგონა, რომ ამ ადგილებში არასოდეს არ დავბრუნდებოდი და მათაც ვერასოდეს შევხვდებოდი და რატომ მეგონა ასე, ეს კი გაუგებარია, ადრეც ხომ დავბრუნებულვარ და შევხვედრივართ კვლავ და კვლავ...

ზემოთ მოყოლილი ისტორიით და ჩემი საკუთრი სხვებით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს მსოფლიო შეიძლება იყოს საოცრად ვიწრო და პატარა თუ არის სურვილი და გწყალობს მცირედი იღბალიც... როგორც ეს ებრაელი ბიჭი იტყოდა, თუ იღბლიანი ხარ ბრუნეის მოსახლესაც შეხვდები, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ცოტანი არიან და შესაბამისად სადმე სხვა ქვეყანაში მათთან შეხვედრის შანსი ფაქტიურად 0 არისო....


ეხლა ეს მოგონებიბი იმიტომ ამომიტივტივდა, რომ ცოტა ხანში ჩემდა გასაოცრად ისევ იმ არემარეში ვბრუნდები, გამახსენდა ის ერთი ლამაზი დღე სამხრეთ-აფრიკელ ექსტრემალთან და უცნაური ისტორია ებრაელი ბიჭის მეგობრებზე, ეხლა რომ საშინლად მაინტერესებს მართალი იყო თუ არა ეს უკრაინელ-ებრაელების ტანზანიური თავგადასავალი, ან როგორ დასრულდა მათი ოცნებები-გეგმები. იქნებ მართლა ყველაფერი გამოიგონა იმ ჩვენმა მასპინძელმა, ან სულაც მე მოვბოდე ეს ისტორია?  თუმცა ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ. ნუ, თუ რა თქმა უნდა ზანზიბარში არ გადავალ და იმ უცნაური ებრაელის კარებზე არ დავაკაკუნებ და ვეტყვი "Hi Jesus!"
Simba
Simba
Monstars
Monstars

Cancer Buffalo
Posts : 658
Join date : 2013-09-06
Age : 38
Location : pk
Happy

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top

- Similar topics

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum